რჩევები თევზის მოსამზადებლად
- ტბის თევზს უსიამოვნო სუნს წვნიანში დაფნის ფოთოლი მოაშორებს.
- თევზის წვნიანი მოამზადეთ ნელ ცეცხლზე. ხანგრძლივი და ძლიერი დუღილი თევზს გემოს გაუფუჭებს.
- ღუმელი ჯერ კარგად უნდა გაახუროთ, სანამ თევზს შედებთ.
- იმისათვის, რომ გაიგოთ, მზადაა თუ არა თევზი, ჩანგლით მოაშორეთ რბილობი ხერხემალს. თუ ადვილად მოსცილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან.
- გაყინული თევზის მოხარშვა თუ გსურთ, აუცილებლად ცივი წყალი უნდა დაასხათ.
- შესაწვავად აარჩიეთ თევზის ცხიმიანი სახეობა (კამბალა, ორაგული, პალტუსი), წვნიანისთვის კი - მშრალი (თინუსი, სტავრიდა, სკუმბრია).
- თევზი არ მიეკრობა ტაფაზე, თუ ზეთში მწიკვ მარილს დაუმატებთ.
- შეწვის დროს გამოიყენეთ მცენარეული ზეთი და კარაქი ერთად - ეს თევზს ოქროსფერ ფერს მიანიჭებს.
- სანამ თევზის შეწვას დაიწყებთ, ზურგზე რამდენიმეგან დასერეთ.
- შეეცადეთ, თევზი ღუმელიდან ან ტაფიდან მანამ ამოიღოთ, სანამ ბოლომდე მზად იქნება. მაშინვე დააფარეთ ფოლგა. თევზი საჭირო კონდიციამდე თვითონ მივა.
- თუ ქაშაყი იყიდეთ და ის ძალიან მლაშე გამოდგა, ჩადეთ ის მაგარი ჩაის ნაყენში. თევზი ბევრად გემრიელი გახდება.
- მომზადებამდე თევზი 2 წუთით მარილიან წყალში ჩადეთ. ამგვარად თევზი მთლიანად შეიწოვს მარილს და არა მხოლოდ ზედაპირზე.
- თუ თევზს რძეში მოთუშავთ, ის ძალიან ნაზი გამოვა და ფაქტობრივად, არ ექნება სპეციფიკური სუნი.
- წითელი თევზი წვნიანი რომ გამოვიდეს, დაასხით მას ლიმონის წვენი, მომზადებამდე 10/15 წთ-ით ადრე.
- თუ თევზი ფოლგაში უნდა მოამზადოთ, გამოიყენეთ უფრო მეტი მარილი, ვიდრე სხვა შემთხვევებში.