გთავაზობთ უგემრიელესი პლომბირის ძალიან მარტივ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- შესქელებული რძე 200 გ
- ნაღები 500 მლ 30%-იანი
- ვაფლის ფირფიტები 2 ც.
მომზადება:
სანამ ნაყინის მომზადებას დაიწყებთ, მაცივარში გააცივეთ ჯამი, რომელშიც პლომბირი უნდა ათქვიფოთ.
ჯამში ჩაასხით ცივი ნაღები და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე მიქსერით, 5-7 წთ-ის განმავლობაში.
როცა გამყარდება, ნელ-ნელა ჩაასხით შესქელებული რძე და თქვიფეთ კიდევ 1 წთ.
ოთხკუთხედ ფორმაში ჩააფინეთ ვაფლის ფირფიტები. ზემოდან დაადეთ ნაყინის მასა და გადაანაწილეთ თანაბრად კოვზით.
ზემოდან დააფარეთ ვაფლის ფირფიტა და შედგით საყინულეში 4-6 სთ.
გემრიელად მიირთვით!
<div></div>