ღუმელში გამომცხვარი ქათმის მკერდი ბოსტნეულით - Marao

ღუმელში გამომცხვარი ქათმის მკერდი ბოსტნეულით

2020-02-17 10:27:43+04:00

ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი 4 ცალი
  • ხახვი 12 ცალი (პატარები)
  • ნიორი 1 კბილი
  • ნიახური (დაჭრილი) 2 ჩხირი
  • პატარა სტაფილო 8 ცალი
  • კარტოფილი 450 გ
  • მშრალი თეთრი ღვინო 200 მლ
  • ქათმის ბულიონი 450 მლ
  • კომბოსტო („კალე“ ან „სავოიური“) 1 ცალი
  • სიმინდის ფქვილი 1 ს/კ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
  2. გაფცქვენით სტაფილო და ხახვი.
  3. საცხობ ტაფაზე დადეთ ქათამი, ხახვი, ნიორი, ნიახური, სტაფილო, კარტოფილი, დაასხით ღვინო და ბულიონი.
  4. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დააფარეთ თავსახური და აცხვეთ 30 წთ.
  5. კომბოსტო გაჭერით ოთხ ნაწილად.
  6. ტაფაში ჩაამატეთ კომბოსტო და სიმინდის ფქვილი. აურიეთ და კიდევ 30 წთ განაგრძეთ ცხობა, სანამ ხორცი მზად არ იქნება.

გემრიელად მიირთვით!