ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ.
ინგრედიენტები:
- ქათმის მკერდი 4 ცალი
- ხახვი 12 ცალი (პატარები)
- ნიორი 1 კბილი
- ნიახური (დაჭრილი) 2 ჩხირი
- პატარა სტაფილო 8 ცალი
- კარტოფილი 450 გ
- მშრალი თეთრი ღვინო 200 მლ
- ქათმის ბულიონი 450 მლ
- კომბოსტო („კალე“ ან „სავოიური“) 1 ცალი
- სიმინდის ფქვილი 1 ს/კ
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
- გაფცქვენით სტაფილო და ხახვი.
- საცხობ ტაფაზე დადეთ ქათამი, ხახვი, ნიორი, ნიახური, სტაფილო, კარტოფილი, დაასხით ღვინო და ბულიონი.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი, დააფარეთ თავსახური და აცხვეთ 30 წთ.
- კომბოსტო გაჭერით ოთხ ნაწილად.
- ტაფაში ჩაამატეთ კომბოსტო და სიმინდის ფქვილი. აურიეთ და კიდევ 30 წთ განაგრძეთ ცხობა, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
გემრიელად მიირთვით!