ვონტონები - ჩინური ალტერნატივაა ციმბირული პელმენის, იტალიური რავიოლის, უკრაინული „ვარენიკის“ და კავკასიური ხინკლის.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ც.
- წყალი 125 მლ.
- სახამებელი 2 ს/კ.
- ნაღების ყველი 200 გ.
- სოიოს სოუსი 1 ს/კ.
- შაქარი 1 ჩ/კ.
- ხორბლის ფქვილი 300 გ.
- მარილი მწიკვი.
- კრაბის ჩხირი 200 გ.
- მწვანე ხახვი 1 კონა.
- შავი პილპილი მწიკვი
- მზესუმზირის ზეთი 100 მლ.
მომზადება:
- ცომისთვის თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და მეოთხედი ჭიქა წყალი. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და ჩაასხით შიგ კვერცხიანი მასა. მოზილეთ ელასტიკური ცომი. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ წყალი. ცომი შეახვიეთ საკვებ პოლიეთილენის პარკში და გააჩერეთ 30 წთ.
- მოამზადეთ შიგთავსი: დაჭერით წვრილად კრაბის ჩხირი. დაუმატეთ ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ჩაასხით სოიოს სოუსი, შავი პილპილი და შაქარი. კარგად აურიეთ.
- სახამებლიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი ძალიან თხლად, დაჭერით კვადრატებად.
- თითოეულ კვადრატზე დადეთ 1 ჩ/კ გული. ცომის ნაპირები ოდნავ დაასველეთ და შეაერთეთ სამკუთხედებად.
- ვონტონები შეწვით გაცხელებულ ზეთიან ღრმა ტაფაში. 1-2 წთ თითო მხრიდან. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.
მიირთვით სოუსთან ერთად!