რის კეთება არ შეიძლება სამზარეულოში?

რის კეთება არ შეიძლება სამზარეულოში?
კულინარია - არცთუ ისე მარტივი საქმეა. მილიონობით რეცეპტი, ინგრედიენტი, სხვადასხვა მომზადების წესი თუ ხრიკი, ეს ყველაფერი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. გიყვართ მზარეულობა თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მთავარია, დაიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც აუცილებელია თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის.

მარაოს“ ამ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ არ შეიძლება მოვიქცეთ სამზარეულოში და რომელ მავნე ჩვევებზე ვთქვათ უარი მზადების პროცესში.

დანის არასწორი გამოყენება

  • დანის სწორად გამოყენების წესის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაიზიანოთ რამე. დანის ტარი უნდა
    დაიკავოთ ხელში ისე, თითქოს ვინმეს ჩამოართვით ხელი. დაჭრის დროს თითის წვერები დაადეთ ხილს/ბოსტნეულს, ხოლო ის ხელი, რომლის მეშვეობითაც დაჭრით, ისე უნდა დაიკავოთ, რომ აღმოჩნდეს თქვენი ხელის ერთგვარი გაგრძელება.
что можно делать на кухне, а что нельзя

ბლაგვი დანის გამოყენება

  • ბლაგვი დანა - საკმაოდ საშიშია! როდესაც იყენებთ ბლაგვ დანას დაჭრის დროს, უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს ეს პროცესი. შესაბამისად, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების რისკიც საკმაოდ იზრდება. იქონიეთ დანის სათლელი ქვა, არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, არ გამოიყენოთ მინის და ქვის ზედაპირზე, ასე შეუშლით ხელს დანის სწრაფად დაბლაგვებას.
безопасность на кухне

სველი ტილოს გამოყენება ქვაბის დასაჭერად

  • არასდროს გამოიყენოთ სველი ტილო ცხელი ქვაბის ან ტაფის დასაჭერად, ვინაიდან სითბოსთან კონტაქტის შედეგად, ტილოზე არსებული წყალი სწრაფად იწყებს აორთქლებას. შესაბამისად,  ხელის დამწვრობის შანსიც საკმაოდ დიდია.
техника безопасности на кухне дома

ხორცის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე

  • თითქმის ყველა უშვებს ამ შეცდომას. არ არის მართებული ხორცპროდუქტების გალღობა ოთახის ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი სამზარეულოში 4 გრადუსი გაქვთ მუდამ. საქმე იმაშია, რომ ოთახის ტემპერატურაზე ლღობისას, ხორცში არსებული ბაქტერიები იწყებს გამრავლებას. შედეგად, იზრდება მოწამვლის რისკი, თქვენ ხომ არ იცით დანამდვილებით, როგორ პირობებში მომზადდა ესა თუ ის ხორცპროდუქტი. ამიტომ საყინულედან ქვედა სართულზე გადმოიტანეთ და ისე დაელოდეთ მაცივარში გალღობას, ხოლო თუ ძალიან გეჩქარებათ, საერთოდ არ გაყინოთ.
техника безопасности на кухне

ერთი და იგივე საჭრელი დაფის გამოყენება

  • ამ მეთოდით ბევრი მზარეული „სცოდავს“. არ შეიძლება იგივე დაფის გამოყენება ყველა პროდუქტის დასაჭრელად. საქმე იმაშია, რომ ნაკაწრები, რომლებიც დაჭრის შემდეგ ჩნდება, აგროვებს ყველაზე მეტ ბაქტერიას. შესაბამისად, დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი შანსი დაფიდან მოდის. უმი ხორცისთვის უნდა გქონდეთ ცალკე საჭრელი დაფა და დანა. არ დადოთ არავითარ შემთხვევაში ხილი ან ბოსტნეული იმ დაფაზე, რომელზეც ხორცპროდუქტებს ჭრით. ეს ბაქტერიების გამრავლებას იწვევს და შედეგად, ნაწლავის ინფექციით სრულდება.
	техника безопасности повара на кухне

ჭურჭლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება

  • მიუხედავად იმისა, რომ თერმოგამძლე ჭურჭელი უკვე მრავლადაა, ყველას გვისწავლია ფიზიკაში, თუ რა მოსდის მინას სიცივიდან სიცხეში, ან პირიქით გადანაცვლების შედეგად. საქმე იმაშია, რომ ტემპერატურის სწრაფი ცვლილება იწვევს სიცხის შემთხვევაში ჭურჭლის გაფართოებას, ხოლო სიცივეზე - შეკუმშვას. აქედან გამომდინარე, დიდია იმის რისკი, რომ წვრილ ნაწილაკებად დაიშალოს და თქვენი სამზარეულო გადაიქცეს დამინულ „მინდვრად“. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ეს ყოველივე, აუცილებლად აცადეთ გაგრილება მინის ჭურჭელს.
соблюдение техники безопасности на кухне

არ დატოვოთ სამზარეულო ყურადღების გარეშე

  • დაბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სამზარეულო ყურადღების გარეშე, ვინაიდან შედეგად მიიღებთ დამწვარ კერძს და გადამწვარ სამზარეულოს. მოამზადეთ კერძები დაბალ ცეცხლზე, ხოლო თუკი სხვა საქმეებითაც ხართ დაკავებული და გინდათ, ყველაფერი ერთდროულად მოასწროთ, გამოიყენეთ ტაიმერი. სამზარეულოს, როგორც საოპერაციოს უნდა მიუდგეთ, ყველაფერი უნდა დაასტერილოთ და მოასუფთაოთ, თუმცა არ გადაამლაშოთ ქიმიური საშუალებების გამოყენებაც, ვინაიდან ასე უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ თქვენსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.
типичные ошибки на кухне
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი