როგორ შევინახოთ ტოლმისთვის ვაზის ფოთლები სწორად? - Marao

როგორ შევინახოთ ტოლმისთვის ვაზის ფოთლები სწორად?

2020-07-07 10:13:31+04:00

სინამდვილეში არავინ იცის, ვის მოუვიდა თავში აზრად გატარებული ხორცის ვაზის ფოთოლში გახვევა,
თუმცა თურქები, სომხები, ბერძნები და აზერბაიჯანელები ტოლმის მომზადების სწორედ ამ ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას, რაშიც ნამდვილად დავეთანხმებით.

листья для долмы как приготовить

წვნიანი, არომატული და გემრიელი ტოლმა ღმერთების კერძად ითვლება, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ ის, რომ მისი მომზადებისთვის უნაზესი და ახალგაზრდა ვაზის ფოთლები დაგჭირდებათ.

„მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ გემრიელი ვაზის ტოლმის საიდუმლოს.

листья для долмы на зиму

ვაზის ფოთლები

ვაზის ფოთლები - სასარგებლო ნივთიერებების საგანძურია. მასში არის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, კალიუმი, მაგნიუმი, კალცი და ვიტამინები. მას არამარტო ტოლმის მოსამზადებლად იყენებენ, არამედ ხარშავენ, წვავენ, აცხობენ და თუშავენ თევზთან და ხორცთან ერთად.

საქმე იმაშია, რომ ვაზის ფოთოლს აქვს იმის უნარი, აითვისოს სხვა პროდუქტის არომატი და ამავდროულად, თავისი პიკანტური ელფერი დაუმატოს, ხოლო მანამ, სანამ დაამარინადებთ, აუცილებელია ფოთლების შეგროვება და მომზადება.

შეეცადეთ, გამოიყენოთ თხელი, ახალგაზრდა ვაზის ფოთლები, ერთი სისქისა და ზომის. სასურველია, თეთრი ვაზის ჯიში იყოს, ასეთ ვაზის ფოთოლს მეტი არომატი აქვს.

листья для долмы жесткие

იმისათვის, რომ დაამარინადოთ ფოთლები „მარაოს“ მეთოდით, სულაც არ დაგჭირდებათ დიდი დრო და ენერგია.

პლასტმასის ქილაში ვაზის ფოთლის მშრალი დამარინადების მეთოდი

ამისათვის დაგჭირდებათ:

  1. 50 ცალი ვაზის ფოთოლი
  2. 0.5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი
  3. 2 სუფრის კოვზი მარილი
сколько варить листья для долмы

  • დასამარინადებლად დაგჭირდებათ ახალგაზრდა ფოთლები, რომლებიც ლერწმის დაბოლოებაში იზრდება.
  • მოკრიფე სუფთა და მშრალი ფოთლები, მოაჭერი ყუნწები და დატოვე ცოტა ხანი იმისათვის, რომ უფრო დრეკადი გახდეს შესახვევად. დაახვიე ნაზად, ისე, რომ ჩაეტიოს პლასტმასის ბოთლში. კოვზის ტარის მეშვეობით მიატყუპე ერთმანეთს ფოთლები რაც შეიძლება მჭიდროდ იმისათვის, რომ მათ შორის არ დარჩეს ჰაერი. ქილაში, სადაც ვაზის ფოთლები მჭიდროდ მოათავსე, აავსე მარილით.

как солить листья для долмы

  • თუკი მარილით საკმაოდ აავსე ქილა, მაშინ მჭიდროდ უნდა იყოს ზედაპირზეც და გადმობრუნების შემთხვევაში არ უნდა იყრებოდეს, თუკი იყრება, დაამატე კიდევ. საბოლოოდ ძალიან ცოტა უნდა გადმოიყაროს.

как сохранить листья для долмы

  • დააფარე თავსახური და დადე გრილ ადგილას. ასეთი მეთოდით დამარინადებული ვაზის ფოთლების შენახვა სასურველია საკუჭნაოში ან მაცივარში.
  • რამდენიმე დღის შემდეგ ფოთლები ფერს შეიცვლის და გაყვითლდება. არ ინერვიულო, ასეც უნდა იყოს.

листья для долмы впрок

  • როცა გადაწყვეტ ტოლმის მომზადებას, ქილა ფრთხილად გაჭერი და ამოიღე ფოთლები, გადაავლე წყალი და მზად არის შესახვევად.

когда собирать листья для долмы

листья для долмы заготовка

გემრიელად მიირთვით.

წყარო:takprosto