აფხაზური აჯიკა - Marao

აფხაზური აჯიკა

2019-05-16 10:57:35+04:00

ნამდვილ აფხაზურ აჯიკას არაფერი საერთო არ აქვს იმ ტომატის მასასთან, რომელსაც ჩვენ ზამთრისთვის ვაკეთებთ.
ადგილობრივები აჯიკას წითელი და მწვანე წიწაკებით აკეთებენ.

ინგრედიენტები:

  • წიწაკა ჩილი 1,5 კგ
  • ნიორი 100 გ
  • ნიგოზი 200 გ
  • ბაზილიკი 0,5 კონა
  • ქინძი 1 კონა
  • მარილი 1,5 ს/კ

მომზადება:

  1. გამოაცალეთ წიწაკებს თესლები, დაასხით თბილი წყალი, რომ აჯიკა მშრალი არ გამოვიდეს.
  2. დაიცადეთ 35 წთ.
  3. გაფცქვენით ნიორი, ნიგოზთან და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ჩაყარეთ ბლენდერში და ერთგვაროვან მასად დააბლენდერეთ.
  4. ცხარე აფხაზური აჯიკა ქილებში გადაიღეთ და მაცივარში შეინახეთ.