როგორ მოვამზადოთ ბლინების ნამცხვარი (+ ვიდეორეცეპტი)

ბლინის ტორტები და ნამცხვრები დღეს ძალიან პოპულარულია, რადგან სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • თხელი ბლინები 20 ცალი
  • ხაჭო 200 გ
  • ყაყაჩო 100 გ
  • ვაშლი 5 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100 გ
  • დარიჩინი გემოვნებით
  • ვანილის შაქარი 2 ს/კ
  • ორცხობილა 2 ს/კ
  • ნაღების კარაქი 50 გ
  • რძე 100 მლ
  • არაჟანი 100 გ
  • შესქელებული რძე 100 გ
  • ქიშმიში 1 ს/კ
  • შაქრის პუდრი გემოვნებით.

მომზადება:

  1. გამოაცხვეთ თხელი ბლინები ამ რეცეპტით.
  2. გათალეთ ვაშლი და დაჭერით ჩხირებივით. მოაყარეთ შაქარი, დარიჩინი. წაუსვით ტაფას ნაღების კარაქი და შუშეთ ხილი, სანამ არ დარბილდება. პერიოდულად ურიეთ კოვზით.
  3. დაასხით ყაყაჩოს
    მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5–10 წუთი. გადააქციეთ წყალი და გაიმეორეთ პროცედურა. გადაწურეთ, ყაყაჩო გადაიტანეთ ბლენდერში. დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და დააბლენდერეთ.
  4. 9 %-იანი ხაჭო კვერცხის გულებთან ერთად ჩანგლით დასრისეთ. 2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ვანილის შაქარი შეურიეთ.
  5. დაუმატეთ ქიშმიში ან ნებისმიერი ჩირი და თხილი.
  6. მოამზადეთ მოსასხმელი მასა:
  7. ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, არაჟანი, ვანილის შაქარი, რძე 3,2% და შესქელებული რძე.
  8. ბლინზე დადეთ 3 ჩ/კ ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ მილივით. ნაპირები შიგნით მოაყოლეთ.
  9. პროცედურა გაიმეორეთ ყველა ბლინზე. ორი ცალი გადაინახეთ.
  10. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, დააფინეთ ბლინი (შიგთავსის გარეშე).
  11. გააკეთეთ 3 ფენა: ჯერ ბლინი ვაშლის შიგთავსით, შემდეგ ხაჭოსი. ყოველი ფენის ზემოდან მოასხით სოუსი.
  12. აცხვეთ 180 გრადუსზე, 20-30 წთ.
  13. გააცივეთ და დაჭერით ნაჭრებად. მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93