ბლინის ტორტები და ნამცხვრები დღეს ძალიან პოპულარულია, რადგან სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
- თხელი ბლინები 20 ცალი
- ხაჭო 200 გ
- ყაყაჩო 100 გ
- ვაშლი 5 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 100 გ
- დარიჩინი გემოვნებით
- ვანილის შაქარი 2 ს/კ
- ორცხობილა 2 ს/კ
- ნაღების კარაქი 50 გ
- რძე 100 მლ
- არაჟანი 100 გ
- შესქელებული რძე 100 გ
- ქიშმიში 1 ს/კ
- შაქრის პუდრი გემოვნებით.
მომზადება:
- გამოაცხვეთ თხელი ბლინები ამ რეცეპტით.
- გათალეთ ვაშლი და დაჭერით ჩხირებივით. მოაყარეთ შაქარი, დარიჩინი. წაუსვით ტაფას ნაღების კარაქი და შუშეთ ხილი, სანამ არ დარბილდება. პერიოდულად ურიეთ კოვზით.
- დაასხით ყაყაჩოს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5–10 წუთი. გადააქციეთ წყალი და გაიმეორეთ პროცედურა. გადაწურეთ, ყაყაჩო გადაიტანეთ ბლენდერში. დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და დააბლენდერეთ.
- 9 %-იანი ხაჭო კვერცხის გულებთან ერთად ჩანგლით დასრისეთ. 2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ვანილის შაქარი შეურიეთ.
- დაუმატეთ ქიშმიში ან ნებისმიერი ჩირი და თხილი.
- მოამზადეთ მოსასხმელი მასა:
- ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, არაჟანი, ვანილის შაქარი, რძე 3,2% და შესქელებული რძე.
- ბლინზე დადეთ 3 ჩ/კ ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ მილივით. ნაპირები შიგნით მოაყოლეთ.
- პროცედურა გაიმეორეთ ყველა ბლინზე. ორი ცალი გადაინახეთ.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, დააფინეთ ბლინი (შიგთავსის გარეშე).
- გააკეთეთ 3 ფენა: ჯერ ბლინი ვაშლის შიგთავსით, შემდეგ ხაჭოსი. ყოველი ფენის ზემოდან მოასხით სოუსი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე, 20-30 წთ.
- გააცივეთ და დაჭერით ნაჭრებად. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!