შოკოლადის ნაყინი 3 ინგრედიენტით - Marao

შოკოლადის ნაყინი 3 ინგრედიენტით

2020-07-07 10:42:06+04:00

მოამზადეთ შოკოლადის ნაყინი მარტივად, ყოველგვარი ქიმიკატის გარეშე.

ინგრედიენტები:

  • რძე 100 მლ
  • ნაღების კარაქი 80 გ
  • რძიანი შოკოლადი 90 გ

მომზადება:

  1. ღრმა ჭურჭელში, რომელიც შეიძლება რომ შედგათ საყინულეში, ჩაასხით რძე და დაუმატეთ დარბილებული კარაქი.
  2. შეაცხელეთ ინგრედიენტები მიკროტალღურ ღუმელში.
  3. კარაქი ბოლომდე უნდა დარბილდეს, რძე - გაცხელდეს, მაგრამ არ უნდა ადუღდეს.
  4. მსხვილ სახეხზე გახეხეთ გაცივებული შოკოლადი, დაასხით ცხელი მასა და კარგად აურიეთ, რომ შოკოლადი გადნეს.
  5. მიქსერით ან ბლენდერით ათქვიფეთ მიღებული მასა და მიიყვანეთ ნაღების კონსისტენციამდე (დაახლოებით 8 წუთი დაგჭირდებათ).
  6. შედეთ საყინულეში 40 წუთი. რომ გამოიღებთ, კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ. უნდა გამაგრდეს. მზა ნაყინი გადაიღეთ სანაყინეებში და მოახეხეთ შოკოლადი და თხილი.

გემრიელად მიირთვით!