როგორ გამოვიყენოთ მარწყვი და მისი ყუნწები

როგორ გამოვიყენოთ მარწყვი და მისი ყუნწები
მარწყვის სეზონი - ბედნიერი პერიოდია, როცა შეგვიძლია დავტკბეთ მარწყვით გაკეთებული დესერტებით, სმუზით, სალათით. მხოლოდ არომატული კენკრა კი არა, შეგვიძლია მისი ყუნწებიც გამოვიყენოთ. ისინი შეგიძლიათ გაახმოთ და ჩაიში ჩაიმატოთ. ნუ გაგიკვირდებათ, მარწყვის სასარგებლო თვისებების ნახევარი მის ყუნწებშია. ის სასარგებლოა:
პოდაგრისა და ოსტეოქონდროზის დროს.


  • აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს.
  • დაქუცმაცებული, თუ სახეზე დაიდებთ, ებრძვის კანის დაბერებას.

ახლა კი დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით:


  1. გარეცხეთ მარწყვი, მოაჭერით დაზიანებული ადგილები და მოაცილეთ ყუნწები.
  2. ყუნწები მოაგროვეთ და გააშრეთ. სასურველია,
    მზის პირდაპირი სხივები არ ეცემოდეს. კარგად გამომშრალი შეინახეთ გრილ ადგილას.
  3. გარეცხილი მარწყვი 15-20 წუთით ქაღალდზე ან პირსახოცზე გააჩერეთ, რომ ზედმეტი სითხე შეაშრეს.
  4. გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და მოაყარეთ ცოტა შაქარი, გადაურიეთ. მათ შაქარში ამოვლებულის ეფექტი უნდა ჰქონდეს.
  5. გაყინვისთვის გამოიყენეთ ღრმა, ბრტყელი ჭურჭელი. მარწყვი ერთ ფენად მოათავსეთ მასზე. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.
  6. გაყინეთ მარწყვი 2-3 საათის განმავლობაში. ერთ საათში ერთხელ გადაატრიალეთ ხოლმე. შემდეგ გადაიტანეთ ჰერმეტულ პაკეტში ან კონტეინერში და ახლა უკვე დიდი ხნით შეინახეთ საყინულეში.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გაყინოთ მარწყვი სწორად.

ასეთი წესით გაყინული მარწყვი მეორე სეზონამდე ძლებს. შეგიძლიათ დაუმატოთ დესერტებში. საყვარელ ჩაიში ჩამატებული მარწყვის რამდენიმე ყუნწი კი ზამთრის ცივ დღეებში ზაფხულის მზიან დღეებს გაგახსენებთ და ორგანიზმსაც გაგიძლიერებთ.


იხილეთ: მარწყვის ნიღბები მარტივად ყველა ტიპის სახის კანისთვის, სახლის პირობებში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93