მწვანე პომიდორი ზამთრისთვის - Marao

მწვანე პომიდორი ზამთრისთვის

2020-10-24 10:58:06+04:00

მწვანე პომიდვრის მჟავე:

ინგრედიენტები:

  • პომიდორი 1 კგ.
  • ნიახური 50 გ.
  • ოხრახუში 50 გ.
  • ქინძი 50 გ.
  • ნიორი 50 გ.
  • წითელი წიწაკა 1 ც.
  • წყალი 1 ლ.
  • მარილი 2 ს/კ.

მომზადების წესი:

  1. პომიდორი გარეცხეთ, გააშრეთ, ამოაჭერით "ჭიპი".
  2. სათითაოდ ჩაჭერით იქსის ფორმაზე. ბოლომდე არ გაჭრათ.
  3. წყალში გახსენით 2 ს/კ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. მწვანილი, წიწაკა და ნიორი წვრილად დაჭერით და აურიეთ.
  5. ჩაის კოვზით გამოტენეთ პომიდვრები შიგთავსით.
  6. მოათავსეთ პომიდვრები დიდ ქილაში. დაასხით მარილწყალი ისე, რომ პომიდვრები მთლიანად დაიფაროს.
  7. დაახურეთ ქილას თავსახური. 2-3 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ 7-10 დღე.