სალათა მარწყვით - Marao

სალათა მარწყვით

2020-05-16 08:19:17+04:00

ხილის კლასიკური სალათის რეცეპტი - მარწყვით.

ინგრედიენტები:

  • 100 გ მარწყვი
  • 2 კივი
  • 1 ბანანი
  • 1 მსხალი
  • 1 ატამი
  • 200 მლ ნაღები
  • 70 გ სიმინდის ბურბუშელა

მომზადება:

  1. გაფცქვენით კივი, ბანანი და მსხალი. დაჭერით ნაჭრებად.
  2. მარწყვი გაჭერით შუა-შუა.
  3. ათქვიფეთ მიქსერით ნაღები.
  4. სასალათეში ჩაყარეთ სიმინდის ბურბუშელა, მოასხით ცოტა ნაღები, ზემოდან დააწყვეთ მარწყვი და დანარჩენი ხილი.
  5. მოასხით ნაღები და შედეთ მაცივარში 3 სთ-ით.

გემრიელად მიირთვით!