ხილის კლასიკური სალათის რეცეპტი - მარწყვით.
ინგრედიენტები:
- 100 გ მარწყვი
- 2 კივი
- 1 ბანანი
- 1 მსხალი
- 1 ატამი
- 200 მლ ნაღები
- 70 გ სიმინდის ბურბუშელა
მომზადება:
- გაფცქვენით კივი, ბანანი და მსხალი. დაჭერით ნაჭრებად.
- მარწყვი გაჭერით შუა-შუა.
- ათქვიფეთ მიქსერით ნაღები.
- სასალათეში ჩაყარეთ სიმინდის ბურბუშელა, მოასხით ცოტა ნაღები, ზემოდან დააწყვეთ მარწყვი და დანარჩენი ხილი.
- მოასხით ნაღები და შედეთ მაცივარში 3 სთ-ით.
გემრიელად მიირთვით!