ფიქრობთ, დიეტებთან ნაყინი შეუთავსებელია?
რა თქმა უნდა, მათ, ვინც ჯანსაღი კვების რეჟიმზე არიან გადართულები, იციან, რომ ტკბილეულს უნდა მოერიდონ და ზედმეტია საუბარი კონსერვანტებზე, ცხიმებზე, სახამებლებზე, სიტკბოს შემცვლელებზე.
„მარაო“ გიზიარებთ ნაყინის სახლში დამზადების მარტივ რეცეპტს, რომელიც არ შეიცავს რძეს და შაქარს, შესაბამისად, სრულიად თავსებადია ნებისმიერი დიეტის დროს.
სულ რაღაც რამდენიმე ინგრედიენტის მეშვეობით, ბლენდერის დახმარებით სწრაფად მოსამზადებელი ზაფხულის გამაგრილებელი, გემრიელი ნაყინი ნამდვილად დიდ მოწონებას დაიმსახურებს ოჯახის ყველა ასაკის წევრისგან.
ინგრედიენტები
- ვაშლის პიურე 200 გრამი
- თხილი 50 გრამი
- ჟოლო 250 გრამი
მომზადების წესი
- მაცივარში ერთი საათით შედგით ხილის პიურე
- მოათავსეთ ცივი ხილის პიურე ბლენდერში და დაუმატეთ ჟოლო
- დააბლენდერეთ ერთგვარი მასის მიღებამდე
- გადაიტანეთ პატარა ჭიქებში, მოაყარეთ ჟოლო და დაფქული თხილი.
გემრიელი და სასარგებლო დესერტი მზად არის. რაც მთავარია, არ საჭიროებს დიდ დროსა და ძალისხმევას.
გემრიელად მიირთვით.
წყარო:sovkusom