ალუბალი დესერტად და დასახუფად (რეცეპტები)

ალუბალი დესერტად და დასახუფად (რეცეპტები)
ალუბლის დამწიფების პერიოდი არცთუ ისე დიდხანს მიმდინარეობს, ამიტომ უნდა მოვასწროთ არამხოლოდ დაგემოვნება, არამედ მისი ზამთრის პერიოდისთვის შენახვა. რაც მთავარია, მოსამზადებლად დიდ დროს არ საჭიროებს. ასე რომ, ყველაზე საქმიანები და მოუცლელებიც კი მოასწრებენ მის დახუფვას და რაც მნიშვნელოვანია, ეს ღირს ცდად. წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო პროცესია ზამთრის სუსხიან საღამოს არომატული დესერტის ქილის გახსნა და ზაფხულის მოგონებებში გადანაცვლება!
Image result for Черешня на зиму
მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ რეცეპტებს ალუბლის მოსამზადებად შაქრით და შაქრის გარეშე, რომელიც ძალიან უხდება ბლინებს, ოლადებსა და ხაჭოს, იდეალურად ავსებს სხვადასხვა ხილის
ღვეზელს, ტორტებსა და ნამცხვრებს.
Image result for Черешня на зиму

ალუბალი კურკების გარეშე, თავის წვენში, შაქრით

იმისათვის, რომ ალუბალი საკუთარ წვენში შაქრით მოამზადოთ, აუცილებელია, დაიწყოთ სტერილიზებით.
Related image
ინგრედიენტები
  • 1 კგ ალუბალი
  • 6 გრამი ლიმონმჟავა
  • 300 გრამი შაქარი

Image result for Черешня на зиму

მომზადების წესი
  • ამოარჩიეთ მწიფე და მაგარი ალუბლები, გადამწიფებული გადადეთ გვერდზე, გარეცხეთ წყლის მეშვეობით და დააწყვეთ სუფთა ტილოზე გასაშრობად.
  • ამოაცალეთ კურკები, მოათავსეთ ჯამში, მოურიეთ შაქართან და ლიმონმჟავასთან ერთად, დატოვეთ 1 საათით იმისათვის, რომ წვენი გამოჰყოს.
  • ჩააწყვეთ ქილებში, დაასხით თავისი წვენი. მოათავსეთ ქილები ცხელი წყლით სავსე ფართო ქვაბში, აცადეთ წყალს წამოდუღება და გაასტერილეთ: 1-ლიტრიანი ქილა - 20 წუთით, ხოლო 0.5-ლიტრიანი ქილა - 15 წუთით.
  • დახუფეთ თავსახურის მეშვეობით, გადმოაბრუნეთ იმისათვის, რომ გაგრილდეს ოთახის ტემპერატურაზე და დახუფული ალუბალი შეინახეთ გრილ ადგილას.
Related image

ალუბალი შაქრის გარეშე

ალუბლის დახუფვა შეიძლება შაქრის გარეშეც. ეს დიაბეტიანებისთვის განსაკუთრებით კარგი საშუალებაა გემრიელი დესერტით დასატკბობად. ასე მომზადებულ ალუბალში ნაკლები კალორიაა. რეკომენდებულია ბავშვებისა და დიეტაზე მყოფთათვის.
Image result for Черешня на зиму
დაგჭირდებათ
  • 1.5 კგ ალუბალი
  • 2-ლიტრიანი ქილები

Image result for Черешня на зиму

მომზადების წესი
  • მოაცილეთ ალუბალს ყუნწები, გარეცხეთ და დააწყვეთ ტილოზე გასაშრობად. შემდეგ მჭიდროდ მოათავსეთ ქილებში.
  • ფართო ქვაბის ძირზე დააფინეთ ტილო ან პირსახოცი, მოათავსეთ ქილები ქვაბში, დაასხით წყალი. წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
  • როდესაც შენიშნავთ, რომ ალუბალმა წვენის გამოყოფა დაიწყო და დაპატარავდა, ქილაში დაამატეთ ახალი ალუბლები გათავისუფლებული ადგილის შესავსებად.
  • გაასტერილეთ ქილების თავსახურები მდუღარე წყალში, მოათავსეთ ქილაზე და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. ასეთ მდგომარეობაში სტერილიზებისთვის 1 საათი სრულიად საკმარისია.
  • შემდგომ გადმოაბრუნეთ ქილები, დააფარეთ პირსახოცი და აცადეთ გაგრილება. დახუფული ალუბლები შეინახეთ სარდაფში ან მაცივარში.

Related image

წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93