7 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ზაფხულის გრილად გატარებაში დაგეხმარებათ

7 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ზაფხულის გრილად გატარებაში დაგეხმარებათ
"მარაოს" რედაქციამ მოაგროვა ტოპ 7 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ ზაფხულში იმისათვის, რომ ცხელი დღეები გრილად გაატაროთ.

პიტნა

პიტნა ერთ-ერთი საუკეთესოა სიცხეების პერიოდში: ის ხელს უწყობს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის გაგრილებაში. მრავალსაუკუნოვან მცენარეს - პიტნას, გააჩნია ორგანიზმის გაგრილების უნარი. მისი ფოთლები კი იდეალურად ავსებს ლიმონათებსა და ხილის სალათებს.

კიტრი

კიტრი აგრილებს და ანელებს წყურვილის შეგრძნებას. ის ანტიოქსიდანტის მსგავსად მოდის მოქმედებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა შემწვარ პროდუქტებს მივირთმევთ. დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ სიცხეში ლიმონათის მომზადებას კიტრის შემცველობით, რაც
გაგრილების უდავო გარანტიაა.

ყაბაყი

ყაბაყი - განსაკუთრებით, თუკი ახალგაზრდა ნაყოფია, გადაჭარბების გარეშე ითვლება ბუნების წამლად. მის რბილობში არა მხოლოდ ცილები და ნახშირწყლებია, არამედ კაროტინი, ასკორბინის მჟავა, B ვიტამინები, პექტინები, მაგნიუმის მინერალური მარილები, კალიუმი, კალციუმი და რკინა. სიცხეში ისინი ქმნიან მიკროელემენტების ერთობლიობას, ხოლო წყლის დიდი შემცველობით ორგანიზმის მიერ სწრაფად ათვისებადია.

კივი

კივის სახეობაზე დამოკიდებული, მისი წონა 50-150 გრამამდე მერყეობს, რომლის 84%-ს წყალი შეადგენს. ამასთანავე, შეიცავს C ვიტამინს, რის გამოც ფრანგი ქალები მას კანის სილამაზის მთავარ პროდუქტად თვლიან. სიცხეში კივი წყლის ბალანსს მშვენივრად აღადგენს და წინააღმდეგობას უწევს ულტრაიისფერ დასხივებას.

ქოქოსის წყალი

ქოქოსის წყალი - ეს არის სასწაულმოქმედი სასმელი, რომელიც წყლით ავსებს ორგანიზმს. ელექტროლიტები და მინერალები ყველაზე სტერილურად არის შენარჩუნებული ნატურალურ ფორმაში. ბევრად სასარგებლოა მისი წყლის მიღება პირდაპირ ქოქოსიდან.

ლაიმი

C ვიტამინის მაღალი შემცველობა სწორედ ლაიმშია. შეუცვლელია დიეტისა და მკურნალობის დროს. ამტკიცებს იმუნიტეტს, აჩქარებს გაციების დროს გამოჯანმრთელების პროცესს. ლაიმის სასმელში შემცველობა უზრუნველყოფს ორგანიზმში საჭირო წყლის ბალანსის ათვისებას.

საზამთრო

როგორც უნდა გასაკვირი იყოს, საზამთროს 92% წყალს შეიცავს. ეს არის მსუბუქად ასათვისებელი ფრუქტოზის, პექტინების, ორგანული ელემენტების, მჟავების და ვიტამინების ერთობლიობა. არის შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.


წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93