ალუბლის ლიქიორი - Marao

ალუბლის ლიქიორი

2019-06-13 11:13:15+04:00

არ გამოტოვოთ სეზონი. ალუბლის ლიქიორი ძალიან არომატული და გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • ალუბალი 500 გ.
  • შაქარი 8 ს/კ.
  • არაყი 1,8 ლ.

მომზადების წესი:

  1. ალუბალი გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები.
  2. გაყინეთ საყინულეში, შემდეგ გაალღვეთ, რომ წვენი გამოიყოს.
  3. ალუბალი თავის წვენიანად 3-ლიტრიან ქილაში გადაიღეთ.
  4. დაუმატეთ შაქარი და 1,8 ლიტრი 40 % არაყი. აურიეთ, დააფარეთ თავსახური.
  5. ლიქიორი შეინახეთ ბნელ ადგილას ერთი თვე. შემდეგ გაატარეთ საწურში და გადაიღეთ ბოთლებში.
  6. ის მუქი ბორდოსფერი უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!