არ გამოტოვოთ სეზონი. ალუბლის ლიქიორი ძალიან არომატული და გემრიელია.
ინგრედიენტები:
- ალუბალი 500 გ.
- შაქარი 8 ს/კ.
- არაყი 1,8 ლ.
მომზადების წესი:
- ალუბალი გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები.
- გაყინეთ საყინულეში, შემდეგ გაალღვეთ, რომ წვენი გამოიყოს.
- ალუბალი თავის წვენიანად 3-ლიტრიან ქილაში გადაიღეთ.
- დაუმატეთ შაქარი და 1,8 ლიტრი 40 % არაყი. აურიეთ, დააფარეთ თავსახური.
- ლიქიორი შეინახეთ ბნელ ადგილას ერთი თვე. შემდეგ გაატარეთ საწურში და გადაიღეთ ბოთლებში.
- ის მუქი ბორდოსფერი უნდა იყოს.
გემრიელად მიირთვით!