ზაფხულში, როცა ხილისა და კენკრის მრავალფეროვნება გაქვს, დანაშაულიც კია ხილის ტორტის არგამოცხობა. დღეს ჟოლოს ტორტის რეცეპტს გთავაზობთ, ორიგინალურია და ძალიან გემრიელი.
დაგჭირდებათ:
- ფქვილი 450 გრამი
- კარაქი 360 გრამი
- შაქარი 550 გრამი
- იოგურტი 250 გრამი
- კვერცხი 3 ცალი
- კვერცხის გული 4 ცალი
- კრემისმაგვარი ყველი 450 გრამი
- ჟოლო 300 გრამი
- ჟოლოს მურაბა 180 გრამი
- სიმინდის სახამებელი 50 გრამი
- ძმარი 1 სადილის კოვზი
- კაკაო 1 სადილის კოვზი
- წყალი 75 მლ
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი
- საკვები საღებავი
მომზადება
- ნახევარი კარაქი და 350 გრამი შაქარი ათქვიფეთ. კრემისმაგვარი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ძმარი, საღებავი (ან კაკაო), ფქვილი, მარილი, სოდა, გამაფხვიერებელი და იოგურტი.
- მიღებული მასა ორ ტოლ ნაწილად გაყავით და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. გააგრილეთ და ჩამოაჭერით ცომის ზედმეტი ადგილები, ორი თანაბარი ბისკვიტი რომ მიიღოთ. ჩამოჭრილი ცომი დაფხვენით.
- ჟოლოს დაუმატეთ 100 გრამი შაქარი და გაზზე დადგით, ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ. მომდევნო 100 გრამ შაქარს შეათქვიფეთ კვერცის გულები, სახამებელი და მუდმივი მორევით დაუმატეთ ჟოლოს. წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე და გააგრილეთ.
- კრემისმაგვარი ყველი შეურიეთ ჟოლოს მასას, დაუმატეთ კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, ერთგვარი მასა უნდა მიიღოთ.
- ჟოლოს მურაბა წყალში გახსენით. ის ბისკვიტის დასანამად გამოგადგებათ. წაუსვით ბისკვიტს კრემი და მორჩენილი დაფხვნილი ცომი მოაყარეთ.
- მზა ტორტი მაცივარში გააჩერეთ 4-6 საათი. სუფრაზე მიტანის წინ 10 წუთი გააჩერეთ, ოთახის ტემპერატურის რომ გახდეს.
ტორტი "დათუნია ჟოლოში" საუკეთესო ვარიანტია მეგობრული წვეულებისთვის. ყველა, ვინც გასინჯავს, აღფრთოვანებული დარჩება.