არ გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი

არ გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი
ბირმინგემის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კვერცხის ნახარში გამოიკვლიეს და საოცარი შედეგი მიიღეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს: კვერცხის მოხარშვის შემდეგ წყალი არ უნდა გადაღვაროთ!

კვერცხის ნახარში წყლის თავისებურება

  • კვერცხის ნაჭუჭი 90 პროცენტით კალციუმის კარბონატისგან შედგება. გარდა ამისა, ის კიდევ 27 სასარგებლო ელემენტს შეიცავს. მათ შორისაა: ფოსფორი, ფტორი, სპილენძი, თუთია და ა.შ.

  • კვერცხიდან წყალში გადასული ნივთიერებები განსაკუთრებით სასარგებლოა ქოთნის ყვავილებისთვის. კვერცხის ნახარშ წყალში ჩადებული თესლები ძლიერ ფესვებს იდგამს. ნაყოფი უფრო გამძლეა მავნებლების მიმართ, ყვავილი კი ათჯერ სწრაფად იზრდება.


  • სასარგებლო ნივთიერებების გარდა, კვერცხის
    ნახარში არეგულირებს ნიადაგის მჟავიანობას. მისი ნორმა უნდა იყოს - 5,5–6,5 pH.


  • სასურველია, კვერცხის ნახარში გაგრილებისთანავე დაასხათ მცენარეს.


  • კვერცხის ნახარში წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც კალციუმის დეფიციტი აქვთ. ამას მარტივად გამოავლენთ. დააკვირდით ფოთლებს, თუ ის მშრალი და ყავისფერი ლაქებითაა დაფარული, ან მცენარემ შეაჩერა ზრდა და მხოლოდ პატარა ფოთლებს ზრდის.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93