მოვიდა ნანატრი ზაფხული და საზამთროს მირთმევის დროა.
გადავწყვიტე საზამთროს უნიკალურ თვისებებზე გესაუბროთ, რომელთა შესახებაც შესაძლოა არც იცოდით.
ქალბატონებო, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ორგანიზმი ზედმეტი სიცხისგან, რაშიც სწორედ საზამთრო დაგვეხმარება.
- რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს.
- იცოდით, რომ ვინც საზამთროს მიირთმევს უფრო მეტად არის დაზღვეული სკლეროზისგან? შესაბამისად ის ჩვენს გონებაზე დადებითად მოქმედებს.
- თუ თირკმელები გაწუხებთ და თქვენი პრობლემური მხარე სწორედ ეს არის, საზამთროზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ.
- კაროტინი, ფოლიუმის მჟავა, ნატრიუმი, კალიუმი, ფრუქტოზა, გლუკოზა, რკინა, კალციუმი- დიახ, ეს ყოველივე სწორედ საზამთროშია თავმოყრილი და ეს სრული ჩამონათვალი არაა.
ხშირად შემხვედრია ადამიანები, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ან ტონუსის ამაღლება სურთ და სწორედ მათ უნდა მოვუყვეთ ამ უნიკალური თვისებების შესახებ.
ფოლიუმის შემცველობა დადებითად სწორედ ჰემოგლობინზე აისახება.
გამოწურეთ საზამთროს წვენი, გააგრილეთ და ყოველდღე მიიღეთ (ეს მაშინ, თუ შარდსასქესო სისტემის პრობლემები არ გაწუხებთ).
- დიეტაზე ხართ? არ იდარდოთ, რადგან საზამთრო ერთ-ერთ ყველაზე დაბალკალორიულ პროდუქტადაა აღიარებული და მასზე უკეთესი დიეტის დროს არაფერია. როგორც ცნობილია საზამთროში 90% წყალს უკავია.
- და ბოლოს, კვლევებმა აჩვენა, რომ საზამთრო სიმსივნეს ებრძვის, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.