წითელი მოცხარის ჯემი ძალიან არომატულია. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრებშიც.
ინგრედიენტები:
- წითელი მოცხარი 1,5 კგ.
- შაქარი 1,5 კგ.
- წყალი 200 მლ.
მომზადება:
- მოცხარს მოაცალეთ ღერები, გარეცხეთ, გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ 5 წთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
- კენკრა ბადეზე გადაიტანეთ და გახეხეთ.
- წვენი და გახეხილი პიურე (კანის და წიპწების გარეშე) დააბრუნეთ ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.
- როდესაც ადუღდება, დაბალ ცეცხლზე 10 წთ განმავლობაში ჩათუშეთ.
- გაასტერილეთ ქილები.
- ცხელი პიურე გადაიღეთ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ.
- ქილები ამოატრიალეთ, შეფუთეთ და დადგით გასაგრილებლად.