კულინარია

უგემრიელესი საზაფხულო დესერტი

უგემრიელესი საზაფხულო დესერტი
აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები:


  • არაჟანი 1 ლ.
  • ჟელატინი 4 ს/კ.
  • შაქარი 300 გ.
  • მარწყვი 600 გ.
  • ვანილინი 10 გ.

მომზადება:


ჟელატინს დაასხით გადადუღებული ცივი წყალი და დადგით 30-40 წთ. მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები. თუ დიდი მარწყვია, შუაზე გაჭერით.

დაბალ ცეცხლზე შეათბეთ ჟელატინი, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გააცივეთ. 

ცალკე ათქვიფეთ არაჟანი - შაქართან და ვანილთან ერთად, ნელ-ნელა ჩაასხით ჟელატინი და განაგრძეთ თქვეფა. 

მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. ჩაძირეთ შიგნით მარწყვები და მთელი ღამით შედგით მაცივარში.  

გემრიელად მიირთვით!
ბეჭდვა
e87a93