როგორ მოვამზადოთ კენკრის ტარტი (რეცეპტი ფოტოინსტრუქციით) - Marao

როგორ მოვამზადოთ კენკრის ტარტი (რეცეპტი ფოტოინსტრუქციით)

2020-06-05 10:29:51+04:00

ჩვენ მოგიმზადეთ კენკრის ტარტის ყველაზე გემრიელი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 400 გ კენკრა
  • 500 გ ფქვილი
  • 75 გ მარგარინი ან კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 300 გ შაქარი
  • 1/4 ჩ/კ მარილი
  • 300 გ არაჟანი (15–20% ცხიმიანობის)
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. გარეცხე კენკრა და დატოვე საწურში, რომ დაიწუროს.
  2. ფქვილს შეურიე გამაფხვიერებელი, მარილი და 200 გ შაქარი.
  3. დაუმატე დარბილებული კარაქი და ერთი კვერცხის გული. მოზილე ცომი.
  4. არაჟანს შეურიე 1 ს/კ ფქვილი, დარჩენილი შაქარი, კვერცხი და ვანილი.
  5. ღუმელი გაახურე 200 გრადუსზე. გააბრტყელე ცომი (საცხობ ფორმაზე ცოტა დიდი რომ გამოვიდეს)
  6. ფორმას წაუსვი კარაქი და მოაყარე ფქვილი, აკურატულად დააფინე ცომი.
  7. ჩანგლით გაუკეთე ნაჩხვლეტები და შედგი ღუმელში 7-10 წთ.
  8. გამოიღე და დაალაგე კენკრა. შემდეგ დაასხი მომზადებული მასა და კიდევ 10 წთ აცხვე.
  9. როდესაც გამოცხვება, დააცადე გაციება. შემდეგ 1 სთ შედგი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!