ზაფხული - საუკეთესო პერიოდია
სახლის კოქტეილებისთვის. მწვანილი გვაძლევს სხვადასხვა არომატული სიროფის, სასარგებლო ნაყენისა და ლიქიორის დამზადების საშუალებას. საღამოს მეგობრებთან ერთად შეკრებები და ყინულით სავსე გემრიელი ალკოჰოლური კოქტეილების დალევას, დამეთანხმებით, რომ არაფერი სჯობს.
მოცხარი, ანუ ხურტკმელი ყველამ ვიცით, თუ რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, მისი შემცველობით კოქტეილი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
ამისათვის დაგჭირდებათ მოცხარის ტოტებისგან განცალკევება, ეს კი გემოს და არომატის გახსნას შეუწყობს ხელს. სასმლის მიღება უმჯობესია ჭიქაში ყინულის სრულად გალღობამდე.
ინგრედიენტები
- 5 ფოთოლი ბაზილიკი
- 1 ჩაის კოვზი შავი მოცხარი
- 60 გრამი ვისკი
- 20 გრამი ახლად დაწურული ლიმონის წვენი
- 20 გრამი შაქრის სიროფი
მომზადების წესი
- ბაზილიკი და მოცხარი ჩაყარეთ მოზრდილი ზომის ჭიქაში და დაჭყლიტეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკული სანაყი.
- აავსეთ დაჭყლეტილი რბილობი ჭიქის ნახევრამდე ყინულით.
- დაუმატეთ ვისკი, სიროფი და ლიმონის წვენი.
- აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები, საცერში გაატარეთ და გადაიტანეთ ლამაზ ჭიქაში.
- გააფორმეთ მოცხარის ტოტით.
გემრიელად მიირთვით.
წყარო