სამი ქართველი ბლოგერი, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვებიც გემრიელია (+რეცეპტები)

სამი ქართველი ბლოგერი, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვებიც გემრიელია (+რეცეპტები)
რამდენჯერ გითქვამთ დესერტზე უარი და დანანებით ჩაგილაპარაკებიათ: „ვერ შევჭამ, გამასუქებს“? ჩვენ ყოველდღიურად ვამბობთ უარს საყვარელ კერძებზე, სალათებზე, დესერტებსა თუ გამაგრილებელ სასმელებზე... სწორად ვიქცევით?

"ინსტაგრამზე" გამოჩნდნენ ქართველი food blogger-ები, რომლებიც თავიანთ გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას, რეცეპტებს, ისტორიებს უზიარებენ და მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. წარმოგიდგენთ სამ ბლოგერს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვები იგივე გემრიელი საკვებია.


1. თამარ ჩიხლაძე (tamarichikhladze)


თამარის "ინსტაგრამგვერდი" მაღალხარისხიანი ფოტოებით გამოირჩევა. "ინსტაგრამის" აქტიურად გამოყენება სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა ორი ორსულობის შემდეგ 20 კგ
მოიმატა და დიეტოლოგის დახმარებითაც კი ვერ შეძლო ძველი ფორმების დაბრუნება. ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი კვების რეჟიმი შეედგინა:


„ყოველდღიურად ვპოსტავდი, რას მივირთმევდი. "ფიდის" ერთგვაროვნების შენარჩუნებას ვცდილობდი და სულ ერთ ფილტრს ვიყენებდი. ფორმაში ჩასადგომად, დაახლოებით, ერთი წელი დამჭირდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ბოლო სამი წელია ვიკვებები, ასე არასოდეს მიმიღია საკვებისგან სიამოვნება.“

თამარი gemrielia.ge-ს მკითხველს თავისი ფავორიტი ორცხობილების რეცეპტს უზიარებს:


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:



  • შვრიის ფქვილი – 300–400 გრ
  • მიწისთხილის კარაქი – 2 ს/კ
  • წყალი – 2 ს/კ
  • დარიჩინი – 1 ჩ/კ


ყველა ინგრედიენტს ვურევთ ერთმანეთში, პატარა გუნდებს მსუბუქად ვაბრტყელებთ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე, 25 წუთით. ეს ორცხობილები მარტივად მოსამზადებელი და უგემრიელესია. Bon Appétit.

განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93