ეს ლეგენდარული ორცხობილა აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ის ძველი პარიზის მყუდრო საკონდიტროებს მოგაგონებთ.
ინგრედიენტები:
- ხორბლის ფქვილი 25 გ.
- შაქრის პუდრი 50 გ.
- ნაღების კარაქი 25 გ.
- შაქარი 50 გ.
- კვერცხი 2 ც.
- კვერცხის ცილა 1 ც.
მომზადების წესი:
ქვაბში გაადნეთ კარაქი, აკურატულად გადაიტანეთ ჯამში ისე, რომ თეთრი ნაწილები ქვაბში დარჩეს.
შეურიეთ ფქვილი, შაქარი, პუდრა, კვერცხი და ცილა. ათქვიფეთ სათქვეფით. ნელ-ნელა დაუმატეთ კარაქი.
მზა ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედეთ 30 წთ მაცივარში.
საცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი. 0,5 ჩ/კ ცომი დადეთ ქაღალდზე. ზეთიანი კოვზით მიეცით ბრტყელი, მრგვალი ფორმა. აცხვეთ 6-7 წთ, 180 გრადუსზე.
როდესაც გამოცხვება, მაშინვე გადმოიღეთ და მიეცით ფორმა.
გემრიელად მიირთვით!