რატომ უნდა მივირთვათ ლიმონი - რას ცვლის ჩვენში ეს ციტრუსი

რატომ უნდა მივირთვათ ლიმონი - რას ცვლის ჩვენში ეს ციტრუსი
ლიმონის თვისებების შესახებ, ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ მაჩვენებლებზე, რასაც ის ჩვენს ორგანიზმში ცვლის. 
  1. მკვლევართა მიერ აღიარებულია ის ფაქტი, რომ ლიმონს შეუძლია მხედველობა გაგვიუმჯობესოს. ცხადია, ვერ შეძლებს ექიმს შეეჯიბროს, თუმცა, თუ სწორად მოვიხმართ და მის წვენს მივიღებთ, დროთა განმავლობაში შედეგი გვექნება.
  2. ყვითელი ფერის საკვები ხშირად დადებით ემოციებს უკავშირდება. ბევრი ადამიანისთვის ყვითელი ფერი ბედნიერებასთანაც ასოცირდება. თუ თქვენ გაშინებთ ის ფაქტი, რომ ნაოჭები მოგემატებათ, ეცადეთ, ხშირად მიიღოთ ეს ციტრუსი. ის ზრუნავს თქვენს სახის კანზე
    და ამასთანავე, კანს გამონაყარისგანაც იხსნის.
  3. თუ თქვენი ორგანიზმი ანთებითი პროცესების მიმართაა მიდრეკილი, ეს ციტრუსი რაციონიდან არ უნდა ამოიღოთ. გარდა ამისა, ის თქვენი საუკეთესო მეგობარია, რადგან დაგეხმარებათ, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ლიმონის წვენი შემთბარი მიიღოთ. 
  4. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმი ან მაგნიუმი აკლია, სწორედ ლიმონთან დამეგობრების დროა. 
  5. ლიმონის ცედრა ძვლების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. მასში დიდი რაოდენობით კალცი და C ვიტამინია. სწორედ ამიტომ ამ ციტრუსს შეუძლია, რომ ჩვენი ორგანიზმი გამოაცოცხლოს და აღდგენის საშუალება მისცეს.
  • ლიმონი, როგორც ციტრუსი - ბაქტერიული ინფექციებისა და სოკოვანი დაავადებების ანტიმიკრობულ ელმენტადაც განიხილება. ცნობილია, რომ აქტიურად ებრძვის ორგანიზმში არსებულ პარაზიტებსა და ჭიებს. აგრეთვე, ასტაბილურებს სისხლის წნევას და ადამიანის განწყობაზე შესანიშნავად მოქმედებს. ის ხომ ფაქტობრივად ერთ-ერთი ანტიდეპრესანტია. 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93