ყველაფერს თავისი დრო აქვს: რომელ საათზე ვჭამოთ ხილი

ყველაფერს თავისი დრო აქვს: რომელ საათზე ვჭამოთ ხილი
"ციტრუსები დილაობით, ბანანი საღამოს ვარჯიშის შემდეგ და სხვა ხილიც განრიგით უნდა მივირთვათ. გახსოვთ, სტივენ კინგის წიგნში "ეს ავტობუსი - სხვა სამყარო" მთავარი გმირის დედა ამბობს: "დილით ფორთოხალი ბაჯაღლოა, საღამოს - ტყვია". ამერიკული ხალხური გამონათქვამი სიმართლესთან ახლოსაა. დაფიქრდით, იცით, რომელი ხილი როდის უნდა მიირთვათ, ზიანი რომ არ მიაყენოთ ორგანიზმს?
ბოლოდროინდელი მოხსენების მიხედვით, ადამიანმა დღეში 400 გრამი ხილი (3-5 ცალი) უნდა მიირთვას. იდეალურ ვარიანტში ეს სეზონური ხილი უნდა იყოს.

ჭამამდე თუ მერე?

როგორც წესი, თანამედროვე ადამიანი ხილს სადილობის
შემდეგ ჭამს, რაც არც ისე კარგია. New York Times-ში გამოქვეყნებული ალან უოკერის ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ ხილის ჭამა კარგია მშიერ კუჭზე. საქმე იმაშია, რომ ხილი ელოდება, როდის მოვა მათი გადამუშავების დრო, რომლის განმავლობაშიც ქიმიურ რეაქციაში შედის საკვებთან და ადამიანს მუცლის შებერილობა და სხვა დისკომფორტული რეაქციები ეწყება. როგორც წესი, ხილი რესტორნებში დესერტად მოაქვთ, რაც არასწორია. ჯერ ხილი უნდა მიირთვათ და მერე სადილი. ამგვარად, კუჭს კერძების გადამუშავებას გაუადვილებთ.

მეორე ვარიანტი - ხილი უნდა მიირთვათ საკვების მიღების შუალედში. უფრო მეტიც, როცა ხილს შეჭამთ, დანაყრების შეგრძნება გაგიჩნდებათ და სადილი შეგიძლიათ უფრო ნაკლები ულუფა მიირთვათ. მაგალითად, "წვრილთესლიანი ხილი - მარწყვი, კივი და კენკრა დანაყრების შეგრძნებას გიქმნით, - ამბობს ირის დე ლუნა, მადრიდელი ენდროკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი. - ხოლო უხეშუჯრედისიანი ხილი - ვაშლი და მსხალი გვიცავენ მსხვილი ნაწლავის კიბოსგან".

რეზიუმე: ხილი უნდა მიირთვათ 2 საათის შემდეგ ბოსტნეულის ჭამიდან, 3 საათის შემდეგ ხორცის ჭამიდან და 4 საათის შემდეგ, თუ ხორციანი სადილი მიირთვით.

დილით თუ 19 საათის შემდეგ?

თუ დილას ხილის სალათით დაიწყებთ, უჯრედებს ენერგიით აავსებთ. სასურველია, ხილი ან საუზმეზე, ან ლანჩზე მიირთვათ. საღამოს - კატეგორიულად არა. რატომ? 19 საათის შემდეგ მეტაბოლიზმი სუსტდება, ხილი გადამუშავებას ვერ ასწრებს და უფრო მეტიც, ფრუქტოზა, რომელსაც ხილი შეიცავს, ცხიმად გარდაიქმნება.

აკრძალული ხილი

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ხილის სალათაც არაა უვნებელი. ავოკადო და ქოქოსი ცხიმების უმაღლეს რაოდენობას შეიცავენ. მათი ჭამა ეკრძალებათ ადამიანებს, ვისაც ქოლესტერინის პრობლემა აქვთ. ყურძენი, ბანანი და ლეღვი შაქრის შემცველობით ლიდერები არიან. ვინც დიეტაზეა ან შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, მათი ჭამა უნდა შეამციროს. მანგო და ფორთოხალი ოპტიმალური ვარიანტია ვარჯიშამდე და მის შემდეგ. ისინი გამოგაცოცხლებენ. ნესვი (არაუმეტეს 350 გრამისა ერთ ჭამაზე) აგინაზღაურებთ დაკარგულ მინერალურ მარილებს, ჰიდრატაციას. მიირთვით ვარჯიშის შემდეგ. ამასთანავე, ნესვი არ მიირთვათ სხვა ხილთან ერთად.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93