ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ განწყობის გაფუჭება მხოლოდ ცუდ ამინდსა და პემეეს კი არა, ზოგიერთ პროდუქტსაც შეუძლია და აი, რატომ:
ყველამ იცის, რომ განწყობის გასაუმჯობესებელი ჰორმონი სეროტონინი საკვებისგან მიიღება და თუ ცუდ საკვებს მიიღებთ, კარგ განწყობას ნუ ელით.
დიეტური გაზიანი სასმელი
ასეთი სასმელების ძირითადი შემადგენელი ასპარტამია - დამატკბობელი, რომელსაც სასმელში შაქრის ნაცვლად იყენებენ. ის კი სეროტონინის გამომუშავებას აფერხებს.
მიუსლი
მათში ბევრი შაქარია, კუჭ-ნაწლავში მოხვედრისთანავე დიდი რაოდენობით სეროტონინს გამოიმუშავებენ და ადამიანს ეიფორია ემართება. შემდეგ შაქრის დონე მალევე მკვეთრად ვარდება და მასთან ერთად თქვენი განწყობაც.
კვებითი საღებავი
მართალია, ფერადი საკვები მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ სეროტონინის გამომუშავებას უშლის ხელს. ამიტომ, ნატურალური გულსართი და მინანქარი აირჩიეთ.
ფასტფუდი
ჰიდროგენერირებული ზეთი, რომელსაც ფასტფუდი შეიცავს, ორგანიზმში აფერხებს ომეგა-მჟავების ბალანსს, რაც თავის მხრივ, სეროტონინის გამომუშავებას აფერხებს დიდი ხნით. მოსაწყენი და უგემურია.
მარგარინი
იცით, რომ მარგარინს ტარაკანებიც კი არ ჭამენ?! თუ ნამცხვრების ცხობა გიყვართ, უმჯობესია, კარაქი გამოიყენოთ.
მარილიანი ხემსი
თხილი, კრენდელი, მზესუმზირა და მსგავსი საკნატუნო დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს - გემოს გამაძლიერებელს. მისი ჭარბი რაოდენობა კი უარყოფითად მოქმედებს სეროტონინის დონეზე.
სწრაფი მომზადების ლაფშა
სანელებლებიანი პაკეტი, რომელიც ლაფშას მოჰყვება, შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ჰორმონად აღიქვამს და თავად აღარ გამოიმუშავებს.
წყარო: goodhouse