როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პომიდორი?

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პომიდორი?
პრემია ყველაზე წარუმატებელი მოწამვლის მცდელობისთვის შეფ-მზარეულს, ჯეიმი ბესტლის შესაძლოა მივაკუთვნოთ, ვინაიდან ერთხელ მან გადაწყვიტა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის მოწამვლა. მან მოუმზადა ხორციანი კერძი, რომელიც პატარა ზომის პომიდვრებით მორთო. მზარეული პომიდორს შხამის შემცველ ბოსტნეულად თვლიდა, სხვების მსგავსად, თუმცა ჯორჯ ვაშინგტონმა ამ კერძის მირთმევის შემდეგ კიდევ 23 წელი იცოცხლა. პომიდორი კვლავ არასანდოდ ითვლებოდა და მხოლოდ დეკორაციის სახით იყენებდნენ.

პომიდორი საკმაოდ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ის შეიცავს ლიკოპინის ანტიოქსიდანტებს, რაც კიბოს წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებაა. დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, რითი
განსხვავდება პომიდვრები ერთმანეთისგან.

პომიდვრების სახეობები

პომიდვრები ჯიშების მიხედვით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. მათი დაყოფა შეიძლება როგორც ფერის, ასევე ზომების მიხედვით.

  • წითელი პომიდორი - კლასიკაა, რომელსაც შევეჩვიეთ. მათი დაყოფა შეიძლება მწიფე და ნაკლებად მწიფე კატეგორიებად, რომელიც მარტივად შესაჭმელია. ასევე - „ხორციან“ და „ქლიავისებრ“ ჯიშებად, რომლებიდანაც ამ უკანასკნელს დაკონსერვებისთვის იყენებენ.

  • ვარდისფერი პომიდორი - სარგებლისა და გემოს კომპრომისი. მათში საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიკოპინია, რაც გულისა და ტვინის სტიმულირებას იწვევს. ასეთი პომიდორი უხდება სალათებს.

  • შავი პომიდორი - ასევე, მოიასამნისფრო, საკმაოდ ტკბილ პომიდვრად ითვლება. მინიმალური სიმჟავე, სამაგიეროდ, უამრავი ლიკოპინი. უხდება სალათებს, მაგრამ ინახება მოკრეფიდან 4-5 დღის განმავლობაში. ლიკოპინის გარდა, შეიცავს ანტოციანამს, რომელიც ამცირებს ინფარქტის, ინსულტის რისკს.

  • ნარინჯისფერი და ყვითელი პომიდორი - რბილი და ტკბილი, პრაქტიკულად, ჰიპოალერგიული. ეს სახეობა ითვლება ხილად. უხდება სალათებსა და ბრუსკეტებს.

  • მწვანე პომიდორი - ეს სახეობა არასდროს წითლდება. აქვს მომჟავო-მოტკბო გემო. იყენებენ კონსერვირებისთვის. არ აგერიოთ მოუმწიფებელ პომიდვრებში!

  • თეთრი პომიდორი - ყველაზე იშვიათი სახეობა. მათ არ აქვთ სიმჟავე და საკმაოდ დიდი სიტკბოთი გამოირჩევიან. დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი, დაუმატეთ მწვანილი და გემრიელად მიირთვით!

თქვენ რომელ სახეობას ანიჭებთ უპირატესობას?

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93