როგორ უნდა აარჩიოთ საუკეთესო საზამთრო?

როგორ უნდა აარჩიოთ საუკეთესო საზამთრო?
საზამთროს შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, ვინაიდან რამდენიმეკილოგრამიანი წვნიანი რბილობის ჭამით, შესაძლოა, მიიღოთ შაქრის ბამბა, ან უარესი, უგემური მწვანილი. ყველაზე დიდი მოყვარულებიც კი შეცდომას უშვებენ მისი შერჩევისას.

  • „მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ არ დავუშვათ შეცდომა საზამთროს სწორად შერჩევისას.

  • საზამთრო ხელის შეხებაზე უნდა ვიბრირებდეს და მკაფიო ხმას გამოსცემდეს. ეს იმის ნიშანია, რომ რბილობი საკმარისად მწიფეა, ხოლო ქერქი - არც ისე მსხვილი. ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია საზამთროს შერჩევისას.

საზამთროს ზომა

  • ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს: კარგი საზამთრო დიდია, მაგრამ მსუბუქი.
    სასურველია, შეირჩეს 5-დან 7კგ-მდე: პატარა ზომის შესაძლოა მოუმწიფებელი იყოს, დიდი კი ნიტრატებით არის გაზრდილი.

გლუვი და პრიალა ქერქი

  • მნიშვნელოვანია, რომ ქერქი იყოს პრიალა. ამავდროულად, მყარი ქერქით უნდა გამოირჩეოდეს, ისეთი, რომ ფრჩხილით ვერ დააზიანოთ. თუკი საკმაოდ მარტივად ეტყობა ფრჩხილის ზეწოლა, მაშინ საზამთრო გადამწიფებულია.

მკვეთრი ზოლები

  • ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ რაც უფრო მკვეთრი შეფერილობისაა ზოლები, უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული. საზამთროს არ უნდა აღენიშნებოდეს დაზიანებები. არ შეიძინოთ დაჭრილი, განახევრებული საზამთრო!

ყვითელი ლაქა გვერდზე

  • საზამთროს მიწასთან შეხების შედეგად ჩნდება ყვითელი ლაქა. დააკვირდით, არ უნდა იყოს ეს ლაქა თეთრი შეფერილობის. რაც უფრო მკვეთრია ფერი, ე.ი. საზამთრო უფრო გემრიელია.

თქვენ რამდენად ხშირად არჩევთ გემრიელ საზამთროს?

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93