საზამთროს შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, ვინაიდან რამდენიმეკილოგრამიანი წვნიანი რბილობის ჭამით, შესაძლოა, მიიღოთ შაქრის ბამბა, ან უარესი, უგემური მწვანილი. ყველაზე დიდი მოყვარულებიც კი შეცდომას უშვებენ მისი შერჩევისას.
- „მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ არ დავუშვათ შეცდომა საზამთროს სწორად შერჩევისას.
- საზამთრო ხელის შეხებაზე უნდა ვიბრირებდეს და მკაფიო ხმას გამოსცემდეს. ეს იმის ნიშანია, რომ რბილობი საკმარისად მწიფეა, ხოლო ქერქი - არც ისე მსხვილი. ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია საზამთროს შერჩევისას.
საზამთროს ზომა
- ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს: კარგი საზამთრო დიდია, მაგრამ მსუბუქი. სასურველია, შეირჩეს 5-დან 7კგ-მდე: პატარა ზომის შესაძლოა მოუმწიფებელი იყოს, დიდი კი ნიტრატებით არის გაზრდილი.
გლუვი და პრიალა ქერქი
- მნიშვნელოვანია, რომ ქერქი იყოს პრიალა. ამავდროულად, მყარი ქერქით უნდა გამოირჩეოდეს, ისეთი, რომ ფრჩხილით ვერ დააზიანოთ. თუკი საკმაოდ მარტივად ეტყობა ფრჩხილის ზეწოლა, მაშინ საზამთრო გადამწიფებულია.
მკვეთრი ზოლები
- ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ რაც უფრო მკვეთრი შეფერილობისაა ზოლები, უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული. საზამთროს არ უნდა აღენიშნებოდეს დაზიანებები. არ შეიძინოთ დაჭრილი, განახევრებული საზამთრო!
ყვითელი ლაქა გვერდზე
- საზამთროს მიწასთან შეხების შედეგად ჩნდება ყვითელი ლაქა. დააკვირდით, არ უნდა იყოს ეს ლაქა თეთრი შეფერილობის. რაც უფრო მკვეთრია ფერი, ე.ი. საზამთრო უფრო გემრიელია.
თქვენ რამდენად ხშირად არჩევთ გემრიელ საზამთროს?
წყარო