ყავის უგემრიელესი ჩიზქეიქი - Marao

ყავის უგემრიელესი ჩიზქეიქი

2020-04-25 11:12:36+04:00


ინგრედიენტები:

  • ორცხობილა 200 გ.
  • ნაღების კარაქი 4 ს/კ.
  • რძე 200 მლ.
  • ჟელატინი 1 ც.
  • ყველი რიკოტა 700 გ.
  • არაჟანი 250 გ.
  • შაქარი 200 გ.
  • ყავა 30 მლ.
  • ვანილინი 1 მწიკვი.
  • ათქვეფილი ნაღები 2 ჭიქა.
  • დარიჩინი გემოვნებით.

მომზადება:

  1. დაფხვენით ან დააბლენდერეთ ორცხობილა და შეურიეთ დარბილებულ კარაქს.
  2. მასა მრგვალ ფორმაში, თანაბრად მოათავსეთ და დატკეპნეთ.
  3. შედეთ საყინულეში.
  4. ჟელატინი რძეში გაადნეთ, ინსტრუქციის მიხედვით. დადგით რამდენიმე წუთი. შემდეგ შეათბეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე დადნეს და გააცივეთ.
  5. ათქვიფეთ რიკოტა და არაჟანი, შაქარი და ვანილინი.
  6. ნელ-ნელა ჩაასხით შიგ რძე და ყავა (ესპრესო). ყველაფერი გადაიტანეთ ორცხობილიან ფორმაში და 4 სთ შედეთ მაცივარში.
  7. მზა დესერტი ათქვეფილი ნაღებით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!