როგორ მოვამზადოთ იაპონური სუპი "რამენი"?

როგორ მოვამზადოთ იაპონური სუპი "რამენი"?

ინგრედიენტები:


  • ღორის მჭლე ხორცი 200 გ
  • წყალი 1,6 ლ
  • ნიორი 2 კბილი
  • ჯანჯაფილი 20 გ
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • სოიოს სოუსი 2 ს/კ
  • კვერცხი 2 ც
  • შაქარი 1 ჩ/კ
  • ლაფშა 80 გ

მომზადება:


  1. მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით.
  2. გარეცხეთ ხორცი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. გარეცხეთ და დაჭერით ნახევარი კონა მწვანე ხახვი.
  3. ნივრის კბილები შუაზე გაჭერით.
  4. თხელ ნაჭრებად დაჭერით ჯანჯაფილი.
  5. ქვაბში ჩაასხით წყალი (600 მლ), ჩადეთ ხორცი და აადუღეთ წყალი. მოხადეთ ქაფი; დაუკელით ცეცხლს.
  6. ჩაუმატეთ ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი და მარილი.
  7. ხარშეთ 20-25 წთ.
  8. მოხარშეთ ლაფშა.
  9. ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი, ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. ხორცი ტაფაზე მობრაწეთ, სოიოს სოუსთან და შაქართან ერთად. გააჩერეთ 2 წუთი.
  10. მოხარშული კვერცხები შუაზე გაჭერით, დაჭერით დარჩენილი მწვანე ხახვი.
  11. სუპის ჯამში ჩაყარეთ ლაფშა, ხორცი და მწვანე ხახვი, დაასხით ხორცის ბულიონი.


გემრიელად მიირთვით!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
anna kikilashvili
ძმარი და ზეთი რამდენი უნდა?
22:24 / 13-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93