https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
როგორ მოვამზადოთ იაპონური სუპი "რამენი"? - Marao
როგორ მოვამზადოთ იაპონური სუპი "რამენი"?
ინგრედიენტები:
- ღორის მჭლე ხორცი 200 გ
- წყალი 1,6 ლ
- ნიორი 2 კბილი
- ჯანჯაფილი 20 გ
- მწვანე ხახვი 1 კონა
- მარილი გემოვნებით
- სოიოს სოუსი 2 ს/კ
- კვერცხი 2 ც
- შაქარი 1 ჩ/კ
- ლაფშა 80 გ
მომზადება:
- მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით.
- გარეცხეთ ხორცი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. გარეცხეთ და დაჭერით ნახევარი კონა მწვანე ხახვი.
- ნივრის კბილები შუაზე გაჭერით.
- თხელ ნაჭრებად დაჭერით ჯანჯაფილი.
- ქვაბში ჩაასხით წყალი (600 მლ), ჩადეთ ხორცი და აადუღეთ წყალი. მოხადეთ ქაფი; დაუკელით ცეცხლს.
- ჩაუმატეთ ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი და მარილი.
- ხარშეთ 20-25 წთ.
- მოხარშეთ ლაფშა.
- ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი, ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. ხორცი ტაფაზე მობრაწეთ, სოიოს სოუსთან და შაქართან ერთად. გააჩერეთ 2 წუთი.
- მოხარშული კვერცხები შუაზე გაჭერით, დაჭერით დარჩენილი მწვანე ხახვი.
- სუპის ჯამში ჩაყარეთ ლაფშა, ხორცი და მწვანე ხახვი, დაასხით ხორცის ბულიონი.
გემრიელად მიირთვით!