ნაზი და ჰაეროვანი ტორტი კეფირზე (+ ფოტო)

ნაზი და ჰაეროვანი ტორტი კეფირზე (+ ფოტო)

ინგრედიენტები:


  • კეფირი 2 ლ.
  • ნაღები 500 მლ.
  • შესქელებული რძე 250 მლ.
  • წყალი 70 გ.
  • ჟელატინი 20 გ.
  • რძე 100 მლ.
  • ორცხობილა 300 გ.
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:


საღამოს გაყინეთ 2 რბილი პაკეტი კეფირი.
როდესაც გამყარდება, გამოიღეთ გაყინული შიგთავსი პაკეტიდან და ნაჭერდაფენილ საწურზე გადაიტანეთ.

შეახვიეთ და დაიცადეთ. როდესაც წვენი დაიწურება, მიიღებთ რბილ ყველს.
ათქვიფეთ მიღებული ყველის მასა შესქელებულ რძესთან ერთად. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.


ჟელატინს დაასხით თბილი წყალი. სანამ გაფუვდება, ათქვიფეთ ცხიმი
ანი ნაღები (30%-ზე არანაკლები). უნდა მიიღოთ კრემის კონსისტენცია.
ჟელატინი გაადნეთ გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. შეურიეთ ყველიან მასას. შემდეგ ჩაამატეთ ათქვეფილი ნაღები და აკურატულად აურიეთ. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. პირველ ფენად ჩადეთ ორცხობილა. ჯერ რძეში ამოაწეთ.


ზემოდან დაადეთ ნახევარი კრემი, შემდეგ ისევ რძეში ამოწობილი ორცხობილა და კრემის მეორე ნახევარი. შედეთ მაცივარში 3 სთ.
მორთეთ ორცხობილებით. 

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93