კულინარია

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული – ახალგაზრდა ქართველი დედის კრეატიული იდეები

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული – ახალგაზრდა ქართველი დედის კრეატიული იდეები
Food Art-ი მთელ მსოფლიოში ცნობილი მიმდინარეობაა. თეფშზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი კომპოზიციები გარეგნულადაც მშვენივრად გამოიყურება და ძალიან სასარგებლოცაა. სწორედ ეს იდეა აიტაცა ორი შვილის ახალგაზრდა დედამ, ნინუ ჭანუყვაძემ და ორიგინალური კომპოზიციების შექმნა დაიწყო.

რაპუნცელი, წითელქუდა, ფერია – ესენი ზღაპრის პერსონაჟები არ გეგონოთ, ნინუს შემთხვევაში, კერძების სახელებია.
32 წლის, პროფესიით ფარმაცევტი, ამჟამად დიასახლისია და ორ ბავშვს ზრდის. სუფრის ლამაზად გაწყობა და კერძების სერვირება სულ ეხერხებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ბავშვის კვებასთან დაკავშირებული დილემა გაჩნდა, გადაწყვიტა, პრობლემის
გადაჭრის ორიგინალური გზა მოეძებნა.

„პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ უჭმელი ბავშვი ლამაზად შექმნილი საკვებით შეიძლება დააინტერესო და ისეთი რაღაცები შეაყვარო, რის ჭამასაც მანამდე ვერ წარმოიდგენდა. თავიდან შთაგონებისთვის ინტერნეტში ვნახე რაღაცები, მერე ჩემებურად დავიწყე კეთება. ვცდილობ, ყველაფერს ჩემი ნიშა დავადო, ჩემებური დეტალები დავამატო და უფრო მიმზიდველი გავხადო. ყველაზე ხშირად ხილსა და ბოსტნეულს ვიყენებ. ასევე, მაკარონს და საერთოდ, ყველაფერს, რაც სახლში მომეპოვება. მინდა, მოხარშული კარტოფილისა და ბრინჯის გამოყენებაც ვცადო.“

გაგრძელება + ფოტო
ბეჭდვა
e87a93