https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
ყავის უგემრიელესი ფენქეიქი - Marao
ყავის უგემრიელესი ფენქეიქი
ინგრედიენტები:
- 250 მლ რძე
- 1 კვერცხი
- 30 გ ნაღების კარაქი
- 240 გ ფქვილი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ს/კ ხსნადი ყავა
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი
- შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ყავა, გამაფხვიერებელი და მარილი.
- დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ რძე და კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გააერთიანეთ ორივე მასა. ათქვიფეთ.
- ცხელ, მშრალ ტაფაზე დაასხით ჩამჩით ცომი და როგორც კი ბუშტები გაუჩნდება, - გადააბრუნეთ.
- მოასხით საყვარელი სოუსიю მთავარია, რომ მან ყავის არომატი არ ჩაახშოს.
გემრიელად მიირთვით!