- ქაშაყი — 1 ცალი (ნაკლებმარილიანი)
- სტაფილო — 1 ცალი (მოხარშული)
- ხახვი — 1 ცალი
- ჭარხალი — 1 ცალი (მოხარშული)
- კარტოფილი — 2 ცალი (კანიანად მოხარშული)
- კვერცხი — 4 ცალი (მოხარშული)
- მარილი — გემოვნებით
- მაიონეზი — გემოვნებით
პორცია: 8-10
მომზადება:
- მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. ყველა ბოსტნეული (ხახვის გარდა) და კვერცხი მოხარშეთ წინასწარ.
- კვერცხი გაფცქვენით. გააცალკევეთ ცილები და გული და გახეხეთ სახეხზე.
- ყველა ბოსტნეული გაფცქვენით და გახეხეთ სქელ სახეხზე.
- ხახვი დაჭერით კუბებად.
- ქაშაყი გაასუფთავეთ ფხებისგან და დაჭერით პატარა კუბებად.
- ბრტყელ, ოთხკუთხა თეფშზე დადეთ სალათა ფენებად. ყოველ ფენას წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
- პირველ ფენად კარტოფილი დადეთ, მერე ქაშაყი, შემდეგ დაჭრილი ხახვი. ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ სტაფილო. ზემოდან გახეხილი ცილა და ბოლოს ჭარხალი.
- სალათას ყველა მხრიდან მაიონეზი წაუსვით. კოვზით მიეცით სასურველი ფორმა.
- სიმბოლურად, სასურველია იყოს ვირთხა.