საახალწლო რულეტი მანდარინებით ფქვილის გარეშე - ეს აუცილებელი დესერტი გახდება თქვენს საახალწლო სუფრაზე, ამასთანავე ყველას აღფრთოვანება გარანტირებულია.
სწრაფი მომზადების წესი, ახალი წლის სიმბოლოსთან - მანდარინებთან ერთად საერთო ჯამში გემრიელ, ჰაეროვან დესერტს წარმოადგენს და რაც მთავარია თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.
ინგრედიენტები
- 7 ცალი მანდარინი
- 5 ცალი კვერცხი
- 80 გრამი სახამებელი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრი
- 1 ჩაის კოვზი ვანილი
- 225 გრამი მანდარინის წვენი
- 160 გრამი შაქარი
- 60 გრამი ზეთი
- 30 მილიგრამი ლიმონის წვენი
- 400 მილიგრამი ნაღები
მომზადების წესი
- თავდაპირველად მოვამზადოთ კრემი, ამისათვის დაგჭირდებათ 80 გრამი შაქარი და 20 გრამი სიმინდის სახამებელი, მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და 0.5 გრამი ცედრა.
- დადგით კრემი დაბალ ცეცხლზე და მოურიეთ მანამ სანამ არ გაბლანტდება. შემდეგ დააფარეთ საჭმლის პარკი და დატოვეთ გასაგრილებლად.
- ახლა მოვამზადოთ ცომი. კვერცხის გული ცილისგან გააცალკევეთ, ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ 40 გრამი შაქარი და მოურიეთ გაბლანტებამდე.
- კვერცხის გული ვანილთან და 40 გრამ შაქართან ერთად ათქვიფეთ ერთგვარი თეთრი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და მოურიეთ, შემდეგ დაუმატეთ 30 გრამი სახამებელი და მოურიეთ კვლავ, ნელნელა მორევის პროცესში დაუმატეთ კიდევ 30 გრამი სახამებელი. ცომის ეს ნაწილი კვერცხის გულთან ერთად კარგად ათქვიფეთ. თანდათან დაასხით ზეთი და ერთგვარი მასის მიღებამდე საგულდაგულოდ მოურიეთ კვლავ.
- პერგამენტი დააფინეთ და წაუსვით კარაქი. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ, ქერქი გამოაცხვეთ 15-20 წუთით 180 გრადუსზე.
- ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მანდარინის მასა, მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
- გაასუფთავეთ მანდარინი კანისგან, დაყავით კუბებად, წაუსვით ბისკვიტს მიღებული კრემი, დააწყვეთ მანდარინები და ზემოდან წაუსვით კრემი.
- პერგამენტის მეშვეობით გადაახვიეთ რულეტი, დატოვეთ მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
მსუბუქი კრემისა და ტკბილი მანდარინების სინთეზი გულგრილს არცერთ სტუმარს დატოვებს. რულეტის გალამაზება შეგიძლიათ შოკოლადის ნაფხვენებით ან პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით !
წყარო