საახალწლო მინი-პიცა "თაგუნიები" - Marao

საახალწლო მინი-პიცა "თაგუნიები"

2019-12-16 10:38:39+04:00


პიცა ის კერძია, რომელიც ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ასეთი ორიგინალური მიწოდებით კი სტუმრების აღფრთოვანებას გამოიწვევს. რაც მთავარია, "თაგუნია" პიცის მომზადება მარტივი და სახალისო პროცესია.

დაგჭირდებათ:

  • 165 მლ წყალი
  • 240 გრამი ფქვილი (+ ცომთან მუშაობის დროს მოსაყრელად)
  • 5-6 გრამი საფუარი
  • 2-3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი (2 ს/კ ცომში და 1 ს/კ ზემოდან წასასმელად)
  • მწიკვი მარილი
  • 200 გრამი პამიდორი თავის წვენში
  • 100 გრამი სულგუნი და იმერული ყველი
  • 100 გრამი ძეხვი
  • 5-6 ცალი ზეთისხილი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ქონდარი
  1. თბილი წყლის, ზეითუნის ზეთის, მარილის, საფუვრისა და ფქვილისგან მოზილეთ ელასტიკური ცომი.
  2. ცომი 8 ნაწილად გაყავით და თითოეულს სამკუთხედის ფორმა მიეცით.
  3. თითოეულს ზემოდან წაუსვით ზეთი, პამიდორი საკუთარ წვენში და მოაყარეთ მშრალი ქონდარი.
  4. ცომს ზემოდან მოახეხეთ ჯერ იმერული ყველი, ზეთისხილებისგან გაუკეთეთ თვალები და ცხვირი; წვრილ და გრძელ ზოლებად დაჭრილი ძეხვისგან კი - კუდი. მოაყარეთ გახეხილი სულგუნი, მშრალი ქონდარი, შეასხურეთ ზეითუნის ზეთი და მორთეთ შაშკვლავის ფოთლით (სურვილის მიხედვით). გამოაცხვეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.

დარწმუნებულები ვართ, ასეთი "თაგუნია" პიცა ყველაზე მეტად ბავშვებს მოეწონებათ.