სალათა "ოლივიე" თაგუნას ფორმით
საახალწლო სუფრა "ოლივიე" სალათის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა დიასახლისს თავისებური რეცეპტი აქვს. აუცილებელია, რომ მასში იყოს მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი, მწვანე ბარდა, მოხარშული ხორცი (ზოგიერთი მას ლორით ან ძეხვით ცვლის), მჟავე კიტრი, მაიონეზი და პილპილ-მარილი - გემოვნებით. სალათის გასაფორმებლად ზოგი ზეთისხილს იყენებს, ზოგი - მოხარშულ კვერცსა და ოხრახუშის ფოთლებს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ "ოლივიეს" ფორმა უნდა შეუცვალოთ და მას თაგუნას, 2020 წლის მბრძანებლის იერი მიანიჭოთ. გასაფორმებლად დაგჭირდებათ ძეხვი "საექიმო" და რამდენიმე ცალი ზეთისხილი, რომლისგანაც თაგუნიას თვალებსა და ცხვირს გამოჭრით, ძეხვისგან კი ფეხებს, ხელებს, ულვაშს, კუდსა და ყურებს გაუკეთებთ. ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
კრაბის სალათა "თაგუნია"
საახალწლო სუფრისთვის ბევრი დიასახლისი კრაბის სალათას ამზადებს. რა მოხდება, მასაც თაგუნიას ფორმა რომ მივცეთ?
დაგჭირდებათ:
- 300 გრამი კრაბის ჩხირი
- 5 ცალი მოხარშული კვერცხი
- 150-200 გრამი მოხარშული ბრინჯი
- 150-200 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
- მარილი და მაიონეზი - გემოვნებით
- სტაფილო და პილპილის მარცვლები - დეკორისთვის.
დაჭრილი მოხარშული კვერცხი და კრაბის ჩხირი დაჭერით. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ბოლოს მაიონეზი და ბრტყელ თეფზე კონუსისებრი ფორმები მოათავსეთ. თითოეულს პილპილის მარცვლებისგან გაუკეთეთ ცხვირი და თვალები, მრგვლად დაჭრილი სტაფილოსგან - ყურები. კუდისთვის გამოგადგებათ გრძლად დაჭრილი კრაბის ნაჭერი.
ასეთი სალათის მეშვეობით საახალწლო მენიუ ბევრად მდიდრულად გამოჩნდება. პროცესში შეგიძლიათ ბავშვებიც ჩართოთ.
ინგრედიენტები:
- კარტოფილი 2-3 ცალი (მოხარშეთ კანიანად)
- კვერცხი 4 ცალი (მოხარშული)
- თევზის კონსერვი 200 გრამი
- წითელი ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი (მოხარშული)
- ყველი 100 გრამი
- მაიონეზი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა დაფქული, გემოვნებით