წრუწუნების გაკეთება სულ მარტივადაც შეგიძლიათ. კვერცხის თაგუნიები იდეალურია სალათის ან ყველის ასორტის მოსართავად. ამისთვის დაგჭირდებათ მოხარშული კვერცხი, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, კიტრი ან ბოლოკი - ყურებისა და და გრძლად დაჭრილი - კუდისთვის და პილპილის მარცვლები ცხვირისა და თვალებისთვის.
მოხარშულ კვერცხს ზედა მხარეს ორ ადგილას ოდნავ ჩაუჭერით, რომ ყურები ჩაამაგროთ. გაუკეთეთ ცხვირი და თვალები. მუცელზე კვერცხი ოდნავ მოაჭერით, რომ წრუწუნა არ გადავარდეს და სალათზე ან თეფზე მყარად იდგეს.
დაბოლოს, კიდევ ორ რამდენიმე რეცეპტს გთავაზობთ საახალწლო სუფრისთვის.
- თუ კექსების ან მაფინების გამოცხობას აპირებთ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, გაუკეთეთ მრგვალი შოკოლადისვე ყურები და წრუწუნა მიკი მაუსი მზადაა. თუ სპეციალური ფორმა გაქვთ, მიკი მაუსის ფორმის ორცხობილა და ვაფლი შეგიძლიათ გამოაცხოთ.
- კვერცხის მინი მაუსი
მოხარშული კვერცხისგან, ზეთისხილისა და წითელი ბულგარულისგან მინი მაუსს გააკეთებთ. ის კი ნებისმიერ სალათას გაგილამაზებთ. დაგჭირდებათ: მოხარშული კვერცხი, მაიონეზი, წითელი ბულგარული, ზეთისხილი, მარილი და პილპილი. შუაში გაჭრილ კვერცხებს გული ამოუღეთ, შეურიეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი. მიღებული მასით ამოავსეთ გაჭრილი კვერცხის ცილები. მრგვლად მოჭრილი ზეთისხილით წრუწუნას ყურები გაუკეთეთ, წითელი ბულგარულისგან კი - ბაფთა.