ახალი წელი - ყველაზე სანატრელი დღესასწაულია. მისთვის მზადებას წინასწარ ვიწყებთ. ვყიდულობთ საჩუქრებს, ვადგენთ სტუმრების სიას და ვგეგმავთ, სად და როგორ აღვნიშნოთ ეს დღე.
თუმცა, ამასთან ერთად, ახალი წელი ძალიან ხარჯიანი დღესასწაულია. ფასები პროდუქტებზე საგრძნობლად მატულობს. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ახალ წლამდე, მით უფრო მეტ ფასს ვიხდით ინგრედიენტებში, აღარაფერი რომ ვთქვათ რიგებზე მაღაზიებში!
იმისათვის, რომ დღესასწაულმა თქვენი საფულე არ დააცარიელოს, ახალი წლის ორგანიზაციულ საკითხებს რაციონალურად მიუდექით. მოიფიქრეთ მენიუ, შეადგინეთ პროდუქტების სია. ამ სტატიაში გეტყვით, თუ რომელი პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალ წლამდე იმისთვის, რომ დაზოგოთ ფული და დრო.
ალკოჰოლი
ალკოჰოლურ სასმელებს საკმაოდ დიდი შენახვის ვადა აქვთ. ამიტომ მათი ყიდვა წინასწარ შეგიძლიათ. ალკოჰოლური სასმლის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. სპირტიანი სასმელები შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. ღვინის და შამპანურის ბოთლები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადეთ.
ტკბილეული
რომელი საახალწლო სუფრა წარმოგიდგენიათ ტკბილეულის გარეშე? განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვები გყავთ. პასტილა, მარმელადი, შოკოლადი და კანფეტები შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ. შოკოლადი მოათავსეთ გრილ ადგილას, რომ არ დადნეს.
ძეხვეული
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ძეხვეულის ყიდვაც წინასწარ შეგიძლიათ. სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებით ალამაზებს დაჭრილი ნედლად შებოლილი პროდუქტი. მაგალითად, "კაიზერის" ხაზის ნედლად შებოლილი ძეხვეული, რომელიც მსოფლიოში დელიკატესადაა აღიარებული და მისი მაღალ დონეზე წარმოება დიდ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს. პროდუქტის დამზადებას ორმოცი დღე სჭირდება და ბუნებრივი შრობით მიიღება.
მწნილი
თუ არ გაქვთ სახლში მომზადებული მჟავეული, იყიდეთ წინასწარ. ის ძალიან უხდება საახალწლო სუფრას.
კონსერვები
კონსერვების შენახვის ვადაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ბარდა, სიმინდი, ზეთისხილი და ა.შ. შეიძინეთ წინასწარ.
თევზეული
თუ გინდათ, საახალწლო მაგიდაზე წითელი თევზი დადოთ, უბრალოდ შეიძინეთ ის ერთი კვირით ადრე. შეგიძლიათ შეიძინოთ თევზი ცხლად და ცივად შებოლილი, ან გაყინული სახითაც. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. გაითვალისწინეთ, რომ დამარილებული თევზი უნდა იყიდოთ დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე.
ხიზილალა
ხიზილალის შეძენა ახლავე შეგიძლიათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხიზილალის ქილები მაშინვე მაცივარში უნდა შეინახოთ. ის არ ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გირჩევთ "ოხტომორიეს", არის უმაღლესი ხარისხის ორაგულის (ღურკანა) ხიზილალა.
სოუსები, სანელებლები
მათი შეძენაც წინასწარ შეგიძლიათ. თითქმის ყოველი კერძი ითხოვს სანელებელს ან სოუსს.
მაშინაც კი, თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი კერძებით ასიამოვნებთ ოჯახის წევრებს ახალი წლის ღამეს, ჩვენ მიერ რეკომენდებული პროდუქტები ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ. რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი იქ, სადაც შეძლებთ დაზოგოთ თანხა და პროდუქტები წინასწარ შეიძინოთ?
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!