დესერტის 5 რეცეპტი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს - Marao

დესერტის 5 რეცეპტი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

2019-12-19 13:23:23+04:00


ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. წარმოგიდგენთ დესერტების რეცეპტებს, რომლებიც თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

1. ტირამისუ ჟოლოთი

იტალიური დესერტი, რომელიც გამოირჩევა ჰაეროვანი, ნაზი და განსაკუთრებული გემოთი. შესანიშნავი არჩევანია გამორჩეული დღეებისათვის.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყველი მასკარპონე 200 გრ.
  • ნაღები 150 გრ.
  • კვერცხის გული 3 ცალი
  • შაქარი 100 გრ.
  • ორცხობილა 4-6 ცალი
  • ჟოლო 10-15 ცალი.
  • ვანილი მწიკვი.
მომზადების წესი:

კრემისთვის, კვერცხს და შაქარს ვურევთ ერთმანეთში, სანამ არ მიიღებთ თეთრ მასას.

პარალელურად, ყველ მასკარპონეს ვურევთ ნაღებს,  ვანილს, მანამ სანამ არ მიიღებთ გლუვ შეკრულ მასას. ამის შემდეგ, ორცხობილა გადაანაწილეთ ფენებად, წაუსვით კრემი და სურვილისამებრ, გამოიყენეთ ყავა, კაკაო.  ამ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ ჟოლოს გარნირს.

2.  Rocky Road

შოკოლადის სქელი მინანქრით დაფარული გახეხილი თხილისა და ზეფირის შიგთავსი შესანიშნავი არჩევანია გურმანებისთვის. ტკბილეულის მომზადება არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას და სადღესასწაულო სუფრას ნამდვილად მოუხდება.

ინგრედიენტები:

  • შოკოლადი 200 გრ.
  • არაქისის კარაქი 200 გრ.
  • ნიგოზი 150 გრ.
  • ზეფირი 100 გრ.
  • შედედებული რძე 150 გრ.
მომზადების წესი:

მდნარი შოკოლადი და არაქისის კარაქი კარგად აურიეთ, გახეხილი ნიგოზი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ზეფირი დაუმატეთ მიღებულ მასას. მოათავსეთ სასურველ ფორმებში და 2-3 საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

3. Almond Coconut Macaroons

იტალიური ტკბილეული, დაფარული ქოქოსის ფანტელებითა და რძიანი შოკოლადით ქმნის იდეალურ გემოს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

ინგრედიენტები:

  • ნედლი ნუში 6 ცალი
  • გახეხილი ქოქოსი 3 ჭიქა
  • კვერცხი
  • უხეშად დაჭრილი ხმელი მოცვი 5-6 ცალი
  • შოკოლადი.- 300 გრ
  • ვანილის ექსტრაქტი-2 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:

გააცხელეთ შოკოლადი ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე, ხშირად ურიეთ, სანამ არ დადნება. მდნარ შოკოლადს დაუმატეთ ნუში, გახეხილი ქოქოსი და უხეშად დაჭრილი მოცვი. მიღებული მასა უნდა დაამრგვალოთ პატარა ბურთულებად და მოასხათ შავი შოკოლადის მინანაქარი, შედგით მაცივარში 7 - 10 წუთის განმავლობაში.

4. ლიმონის კექსი

მათთვის, ვისაც უყვარს მსუბუქი და ეგზოტიკური გემოები, ლიმონის კექსი ნამდვილად იდეალური არჩევანია. ეს დესერტი ზამთრის ცივ დღეებს თავისებურ ელფერს შესძენს.

ინგრედიენტები:

  • ლიმონი 2 ცალი
  • ლაიმი 1/2
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 300 გრ.
  • ფორთოხლის ექსტრაქტი
  • ვანილი 1 პაკეტი
  • კარაქი 150 გრ.
  • ფქვილი 250 გრ.
  • კრემ-ყველი 100 გრ.
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • არაჟანი 2 ს/კ
  • ლიმონის ცედრა
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, მწიკვი ვანილი. დაუმატეთ ფქვილი. ათქვიფეთ. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში და აცხვეთ 180 o დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

5.  საშობაო ორცხობილები

ჩვენს სიას ვერ დავასრულებდით საშობაო ოროცხობილის გარეშე, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით საახალწლო განწყობას და მოიგებს სტუმრების, განსაკუთრებით კი, პატარების გულს.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 500 გრ
  • კარაქი 150 გრ
  • შაქარი  100 გრ
  • რძე 1/2 ლ.
  • ვანილი 1 პაკეტი
  • კაკაო 100 გრ
  • სურვილისამებრ თხილი
  • ლიმონის ცედრა
  • ფერადი კანფეტები მოსართავად

კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ერთად. დაუმატეთ კვერცხის გული, kakao, rZe, ვანილის ექსტრაქტი და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კიდევ ათქვიფეთ. მიღებული მასა თქვენთვის სასურველი

ფორმით მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გააფორმეთ. აცხვეთ 375 O-ზე, 10-12 წუთის განმავლობაში.

ნინელი აბულაძე

მარიამ გრძელიშვილი