თუ სუსტი გული გაქვს, არ წაიკითხო! მსოფლიოს 10 გულისამრევი კერძი - Marao

თუ სუსტი გული გაქვს, არ წაიკითხო! მსოფლიოს 10 გულისამრევი კერძი

2020-10-24 09:29:52+04:00


ნაციონალური კერძი ყველა ერის სიამაყეა. თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებსაც ადგილობრივები სიამოვნებით მიირთმევენ, ტურისტებს კი შიშით გულები უსკდებათ. ჩვენ მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე საშიში კერძები შევაგროვეთ.

ტუნცზიანი - ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ტრადიციული კერძია

პირდაპირი თარგმანია - "ბიჭის კვერცხები". ნუ შეშინდებით, სინამდვილეში, კვერცხი ქათმისაა. თუმცა მას 7 წლამდე ბიჭების შარდში ხარშავენ, შემდეგ ტეხენ და 12 საათი ნაყენში ტოვებენ, რათა კვერცხი სითხით კარგად გაიჟღინთოს. ორიგინალურად მოხარშულ კვერცხებს ჩინელები ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირად ყიდიან. სპეციალურად ამ კერძისთვის, პირველკლასელ ბიჭებს სპეციალურ ფორმაში აშარდვინებენ.

ასწლიანი კვერცხი - ისევ ჩინეთი და ისევ კვერცხი

თუმცა, ამჯერად მას არ ხარშავენ, უსვამენ მარილს, თიხას, ნაცარს, ჩაის და 15-20 დღით მიწაში ინახავენ. შედეგად, ცილა მყარი კონსისტენციის ხდება, გული - თითქმის შავი, არომატი კი ამიაკისას წააგავს.

ბალიუთი - პოტენციისთვის

შეიძლება ცხოვრებაში არ გსურდათ ვეგანობა, მაგრამ როგორც კი ამ კერძის დაგემოვნებას შემოგთავაზებენ, მომენტალურად მიიღებთ გადაწყვეტილებას. ბალიუთი აზიური კერძია. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ იგი მამაკაცური პოტენციისთვისაა. კერძი ისევ კვერცხისაა, მაგრამ იხვის და უკვე ფორმირებული ჩანასახის.

სიურსტრემინგი - შვედური თევზის კერძი

თევზს განსაკუთრებულად ამზადებენ და აკონსერვებენ, დაახლოებით ლპობის სტადიამდე მიჰყავთ. საინტერესოა, რომ თევზის ქილა უმჯობესია, წყლის ქვეშ გაიხსნას, რათა მომწამვლელმა აირებმა გულისრევა არ გამოიწვიოს, თუმცა თევზის პირთან მიტანისას მას ვერ გადაურჩებით. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიურსტრემინგის გადაყლაპვას დაგემოვნებისთანავე შეძლებს. თუმცა ის კარგი საჩუქარია ერთგული... მტრისთვის.

ლუტეფიქსი - ისევ თევზი და ისევ სკანდინავიიდან

მასაც განსაკუთრებული წესით ამზადებენ, რითაც პატივს მიაგებენ ვიკინგებს, რომლებიც ასე მომზადებული თევზის წყალობით გადაურჩნენ შიმშილით სიკვდილს. ლეგენდის თანახმად, გემს მეხი დაეცა და გადარჩენილ მეზღვაურებს ისღა დარჩენოდათ, დაშაშხული თევზი ეჭამათ, რომელიც ზღვის წყალში დაცურავდა. ლუტეფიქსი ერთი შეხედვით ჟელესმაგვარი კერძია, რომლის სუნიც ძლიერ მამაკაცსაც კი გულწასულს წააქცევს.

ჰაუკარლი - ირლანდიური ტრადიციული კერძი

ის პოლარული ზვიგენისგან მზადდება. საფრთხე იმაშია, რომ თევზი მომაკვდინებელ შხამს შეიცავს. მას განსაკუთრებული წესით ამზადებენ. შხამი ნეიტრალდება, მაგრამ სუნი - არა.

კოპალჰენი - ესკიმოსების ეროვნული კერძი

ნანადირევს, რასაც მოიპოვებენ, ახრჩობენ, წინა მოკლული ცხოველისგან დარჩენილ ტომარაში ათავსებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ტორფიან ჭაობში ინახავენ. საინტერესო ისაა, რომ მისი ჭამა მხოლოდ ესკიმოსებს შეუძლიათ. ტურისტი ძლიერ მოწამვლას მომენტალურად იღებს, თუ სიკვდილს გადაურჩა, რადგან კერძი სუფთა სახით გვამის შხამითაა სავსე.

კივიაკი - ესკიმოსების დელიკატესი

მას მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ამზადებენ. გამოშიგნულ სელაპში ადგილობრივ ჩიტებს დებენ (დაახლოებით 400 ცალი ეტევა), ახვევენ და მიწაში ინახავენ. სამი თვის ან 1 წლის შემდეგ სელაპს ამოთხრიან, ჩიტებს ამოიღებენ და ჭამენ. მთავარია, დაგემოვნებამდე ფრინველს ბუმბული მოაცალოთ.

კასუ მარცუ - სარდინიული სიამაყე

მთავარი ინგრედიენტია იტალიური ყველი პეკორინო. ის უნდა მოამზადოთ და შეინახოთ, სანამ ლპობას არ დაიწყებს. მერე კი შეგიძლიათ მიირთვათ პურთან და ღვინოსთან ერთად. თუმცა აუცილებლად უნდა გეკეთოთ სათვალე, რათა ყველში არსებული მწერების კვერცხები თვალში არ შეგიხტეთ.

კიპო-ლუვაკი - დესერტზე ყავა

აზიის ზოგიერთ რეგიონში პოპულარობით სარგებლობს ყავა, რომელიც ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასმელია მთელ მსოფლიოში. ყავის ხეებზე ბინადრობს პატარა ცხოველი მუსანგა, რომელიც ყავის მარცვალს ყლაპავს. უკვე მონელებულ მარცვლებს პლანტაციის თანამშრომლები რეცხავენ, აშრობენ, ხალავენ და კილოგრამს 500 დოლარად ყიდიან.

წყარო