https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
უმარტივესი ფენოვანი ცომის რეცეპტი მკითხველისგან - Marao
უმარტივესი ფენოვანი ცომის რეცეპტი მკითხველისგან
ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- წყალი 1 ჭიქა
- 3 ს/კ ზეთი
- 3 ს/კ ძმარი
- 250 გ მარგარინი
- 5 ჭ/ფქვილი
მომზადების წესი:
- წყალში გათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ზეთი, ძმარი, ცოტა მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 10 წუთი და წაუსვით დარბილებული მარგარინი.
- გადაკეცეთ ოთხად. შედეთ მაცივარში 45 წუთით.
- გამოიღეთ, გააბრტყელეთ თხლად, დაკეცეთ და ისევ შედეთ მაცივარში.
- გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ გამოიღეთ, გააჩერეთ კიდევ 1 საათი, ჩადეთ სასურველი შიგთავსი და გამოაცხვეთ 180°-ზე.